ცნობიერად თუ არაცნობიერად, პირდაპირ თუ ირიბად, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რაზეც არ უნდა ვოცნებობდეთ, რისიც არ უნდა გვჯეროდეს ჩვენ ყველას გვაერთიანებს კარგად ყოფნისა და ბედნიერების ღრმა და ძლიერი სურვილი.
ბედნიერება არის ჩვენი ცხოვრების მთავარი საზრუნავი, რომელიც ხარისხს ანიჭებს ცხოვრების ნებისმიერ მომენტს.
ფაქტია, რომ არავინ დგება დილით დაუძლეველი სურვილით და ფიქრით – ,,ნეტავ, შემეძლოს, ვიტანჯო მთელი დღის მანძილზე“.
ბედნიერება მეცნიერებაში
მკვლევარები ხშირად იყენებენ ბედნიერების ანალოგად ტერმინს ,,სუბიექტური კარგად ყოფნა“ (well-being), რაც ბუდიზმის ხედვით, არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სასიამოვნო შეგრძნება. ეს არის სიმშვიდისა და მთლიანობის ღრმა განცდა.
პოზიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარი Sonja Lyubomirsky აღწერს ბედნიერებას, როგორც ორი კომპონენტის კომბინაციას, რომელთა ერთდროულად არსებობაც აუცილებელია ბედნიერების ბუნებრივი განცდის წარმოქმნისათვის:
პოზიტიური ემოციების გამოცდილება – ემოციური სიამოვნება და კომფორტი, პოზიტიური განწყობა, სულიერი და ემოციური კარგად ყოფნის მდგომარეობა, რომელიც გარს ერტყმის პიროვნების ცხოვრებას;
ცხოვრებით კმაყოფილება – საკუთარი ცხოვრებისეული მიზნებით კმაყოფილება, რაც ემსახურება პროგრესს. განცდა, რომ ინდივიდის ცხოვრება არის კარგი, ღირებული, მნიშვნელოვანი და საყურადღებო (ცხოვრების საზრისი).
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები