ბეღურები ჩვენი სახლის მახლობლად ყოველდღე ჩნდებიან. ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ქალაქში, თუ სოფლად, მათი სიახლოვე ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ, ამის მიუხედავად, უმრავლესობამ, მათ შესახებ, ბევრი არაფერი ვიცით!
ბეღურები და საინტერესო ფაქტები ამ პატარა და საყვარელი ფრინველევის შესახებ, რომლებიც ზფხულში ჩვენთან არიან და არც ზამთარში გვტოვებენ.
ფრენის დროს, ფრინველის გულისცემა წუთში, დაახლოებით, ათასი დარტყმის ტოლია. შედარებისთვის, ჩვენი გულისცემა, სირბილის დროს, წუთში მხოლოდ 140 დარტყმაა.
მოკრძალებული ზომის მიუხედავად, ბეღურას კისერში, ჟირაფზე 2-ჯერ მეტი –14 მალა აქვს!
ბეღურა, საშუალოდ, 30 გრამს იწონის. ხოლო, მისი ტვინის მასა 1 გრ-ს ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველებს შორის, სხეულის მასასთან თანაფარდობით, ბეღურას ყველაზე დიდი ზომის ტვინი აქვს!
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ჯუჯა ბეღურებიც, რომელთა მასა 10-12 გრ-ს არ აღემატება.
სქესის მიხედვით, ბეღურას ბუმბულის განსხვავებული შეფერილობა აქვს: თუ ფრინველს კისრის მიდამოში მუქი ლაქები აქვს და ნაცრისფერი «ქუდი ახურავს» — ის მამრია, ხოლო ერთნაირად ნაცრისფერ-ყავისფერი შეფერილობის ფრინველი — მდედრია.
ბეღურას 2 დღეზე მეტ ხანს შიმშილი არ შეუძლია, რადგან ფრენა და სხვა აქტივობები დიდი რაოდენობის ენერგიას მოითხოვს.
ზამთარში ხშირად გვინახავს მობუზული ბეღურა და ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ არ მიფრინავენ ისინი თბილ ქვყნებში?
საქმე იმაშია, რომ ამ ფრინველებს ჰაერში დიდი ხნის მანძილზე ყოფნა არ შეუძლიათ. ბეღურებისთვის ფრენის კომფორტული დროის პერიოდი 15-20 წთ-ს შეადგენს. ამის შემდებ, მათ დასვენება და ამოსუნთქვა ესაჭიროებათ.
24 სთ-ში ბეღურას, ფრენით, 50-100 კმ-ს დაფარცა შეუძლია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ბინადრობისთვის ის პატარა, მყუდრო ადგილებს ირჩევს, სადაც საკვების შოვნის შანსი ექნება.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები