კატას შეუძლია ადამიანის გული დაიპყროს, თუ ამის სურვილი თავად აქვს. ალბათ ყველა ფისომოყვარულს აინტერესებს კატების შესახებ სახალისო ფაქტები რომელთა ნაწილიც შესაძლოა, იცოდნენ, თუმცა, ზოგიერთს პირველად შეიტყობთ.
სახალისო ფაქტები კატებზე, რომელიც შესაძლოა არ იცოდით კიდეც: კვლევებმა აჩვენა, რომ კატა კრუტუნსა და კნავილს იყენებს იმისათვის, რომ ადამიანზე ზემოქმედება მოახდინოს. ერთ-ერთი ხმიანობა, რომელსაც ეს ცხოველი გამოსცემს, ძალიან ჰგავს ბავშვის ტირილს. კატამ ზუსტად იცის, რომ ადამიანი რეაგირების გარეშე არ დატოვებს “ჩვილს” და ყველაფერს გააკეთებს მის დასამშვიდებლად.
ეგვიპტელები კატას წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ. მას ძვირფას სამკაულებს უკეთებდნენ და გემრიელი საკვებით
ანებივრებდნენ. როდესაც კატა კვდებოდა, მას მუმიფიცირებას უკეთებდნენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კატას ზიანს მიაყენებდა, სიკვდილი ემუქრებოდა.
კატას შეუძლია, წყურვილი ზღვის წყლით დაიკმაყოფილოს. მისი თირკმლები ფილტრავს მარილს.
კატის ულვაშები, როგორც ასეთი, ჩვეულებრივ ბეწვს არ წარმოადგენს. ეს არის მგრძნობიარე რეცეპტორები, რისი დახმარებითაც კატა გარემო პირობების შესახებ ინფორმაციას იღებს. კატის ულვაშის მოჭრა კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ამ უკანასკნელმა შეიძლება, ორიენტაცია დაკარგოს და შიში დაეუფლოს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები