ქუთაისის აეროპორტში ავტოსადგომი გაფართოვდა, რაზეც ₾3.9 მილიონი დაიხარჯა bm.ge

0
15
#image_title

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტოსადგომი გაფართოვდა და დამატებით 500 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი და წყალარინების სისტემა მოეწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჯამში დაიგო 20 000მ2 ასფალტი, დაპროექტდა და მოეწყო საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები და საპარკინგე სისტემა. ასევე, გაკეთდა ახალი სანიაღვრე კანალიზაცია და მოეწყო დეკორატიული ღობე. თვის ბოლომდე სრულად მოეწყობა ტერიტორიის განათების სისტემა.

მათივე ცნობით, ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი შემოსავლებიდან დაფარა.

“ავტოსადგომის გაფართოებით გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ლანდშაფტის მოწყობა, არსებული, 200 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი 700-მდე გაიზარდა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს თანამედროვე ავტოსადგომი აქვს, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში წელს რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი. მათ შორის, ბაქნის და თვითმფრინავების სადგომის რეაბილიტაცია, ასევე დაიწყება ახალი 3, 5 კმ.-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა. რაც მომავალში, საშუალებას მოგვცემს ქუთაისის აეროპორტში ყველა სახის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდი მივიღოთ და მოვემსახუროთ“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო : https://bm.ge/
მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ