არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი.

0
74
#image_title

ჯორჯო არმანიზე უკეთ არავინ იცის რა არის ელეგანტურობა. მოდის ინდუსტრიის გურუმ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ მოდური ყოველთვის მოუხერხებელი და მჭიდრო არაა. არმანის სტილი ელეგანტურობის და საქმიანი იმიჯის სინონიმია. ჯორჯომ შექმნა ზუსტად ის, რაც ყველა ქალს შეეფერება.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

სამოსი ყოველდღიურობისთვის

81 წლის იტალიელი მოდელიერი დარწმუნებულია, რომ ქალებმა უბრალო სამოსი უნდა ატარონ, ნატურალური და ხარისხიანი ქსოვილებით დამზადებული. „განსხვავება სტილსა და მოდას შორის ხარისხშია“ – გვარწმუნებს არმანი.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

მოხერხებული და მოდური სამოსი ყოველი დღისთვის ყველა ქალის საუკეთესო მოსართავია. სწორედ ასეთ სამოსს ქმნის ჯორჯო. სრულყოფილი ნაკერი, მსუბუქი ქსოვილები და მინიმალიზმი მის კოლექციებს ელეგანტურობას და აბსოლიტურ ჰარმონიას სძენს.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

ჯორჯო არმანის სტილი

„ელეგანტურობა – გარეგნობის გასაღებია, რომელზეც დროს გავლენა არ აქვს. ეს არის ის, რაც მოდიდან არასდროს არ გადავა. ჩემთვის სტილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხანმოკლე მოდური ტენდეციები.“ – გვიდასტურებს დიზაინერი. შემოდგომა-ზამთრის კოლექცია „ახალ სტანდარტს“ საუკეთესოდ წარმოაჩენს.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

სარეკლამო კამპანიის სახეები 90-იანების ტოპ-მოდელები გახდნენ: სტელა ტენანტი, ევა ჰერციგოვა, იასმინ ლე ბონი და ნადია აუერმანი – ნამდვილი ლამაზმანები.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

მთელი კოლექცია ნეიტრალურ ტონებშია შესრულებული, სამოსის ნაკერები ლაკონური და მოხერხებულია, ყველაფერი საოცრად ქალურად და ელეგანტურად გამოიყურება.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

„აირჩიეთ ნეიტრალური ფერების ქსოვილები, ფერადი ჭრების გარეშე – ისინი თქვენ მოდის თვალსაწიერიდან მოგემსახურებიან.“ – გვირჩევს არმანი.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

შავ-თეთრ ფოტოებზე უკეთ იკვეთება ქსოვილების ფაქტურა, რომლებისგანაც ცნობილი ბრენდში სამოსს კერავენ.

ოფისის მკაცრი კოსტიუმები – არმანის ფავორიტი სამოსია. ისინი შემოქმედის ყველა კოლექციაში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებენ.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

„სამოსის შექმნა – მსოფლიოში ყველაზე მგრძნობიარე საქმეა“ – დარწმუნებულია ჯორჯო. საკუთარი ხელებით ტანსაცმლის შექმნის პროცესი ჯადოსნურ ფოკუსს ჰგავს. კონცენტრირება ხელის თითებზე ხდება და მანეკენზე სასურველი ფორმის მორგება ნამდვილი მაგიაა.

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

არმანი გვარწმუნებს: „ტანისამოსის არჩევისას არ ღირს ზედმეტი ძალისხმევის გაღება – ყველაზე მოდური ადამიანები გამოიყურებიან ისე, თითქოს ენერგია საერთოდ არ დაუხარჯავთ საკუთარ გარეგნობაზე“.

READ  შამპუნის ხშირი გამოყენება თმისთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის. ამ ჩამონათვალში კი ის ბუნებრივი პროდუქტებია რომლითაც შეგიძლიათ შამპუნის ჩანაცვლება ისე რომ თმას ზიანი არ მიაყენოთ

არმანიმ გვაჩვენა, როგორ უნდა იცვამდეს ჩვეულებრივი ქალი და არა მოდელი. | შენი პოზიტივი

ჯორჯო არმანის გამოუვიდა მოდის სამყარო გადაეტრიალებინა და სამოსის როლზე კაცობრიობისთვის წარმოდგენა შეეცვალა. ასეთი რამ მხოლოდ ნამდვილ გენიოსებს გამოსდით.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ