3 მცენარე რომელიც თქვენს აივანს შემოდგომაზე დაამშვენებს

0
49
#image_title

მოსაზრება, რომ აივნის მცენარეების დასარგავად შემოდგომა მშვენიერი დროა, სიმართლეს ნამდვილად შეესაბამება.  რომელია ის 3 მცენარე რომელიც განსაკუთრებით დაამშვენებს თქვენს აივანს შემოდგომაზე

3 მცენარე რომელიც თქვენს აივანს ნამდვილად დაამშვენებს შემოდგომაზე. გაზაფხულზე დარგულ მცენარეებთან შედარებით შემოდგომაზე დარგული მცენარეები უფრო ადრე იწყებენ ყვავილობას. რაც ყველაზე მთავარია, ამ სეზონისთვის ისეთი სახეობის მცენარეები უნდა შეარჩიოთ, რომლებიც ყინვაგამძლეობით გამოირჩევა.

იაჟუჟუნა

სამფერა ია იგივე იაჟუჟუნა თავისი მრავალფეროვნებით შემოდგომის ულამაზეს ფერებს ნამდვილად შეესაბამება. ვიზუალურ მხარესთან ერთად ეს მცენარე უძლებს ყინვებს და, კარგად მოვლის შემთხვევაში, მეორე გაზაფხულზეც ყვავილობს. პატარა ზომის მცენარე აივნის დეკორშიც არაჩვეულებრივ როლს თამაშობს. იაჟუჟუნას ულამაზესი ყვავილებისა და ორნამენტული ბალახების შერწყმით კი არაჩვეულებრივ კომბინაციას იღებთ, რომელიც აივნის ნებისმიერ დიზაინს დაამშვენებს.

ასტრა

როცა სხვები ამთავრებენ ყვავილობას, ასტრას გასაოცარი მცენარე ამ ულამაზეს პროცესს სწორედ მაშინ იწყებს. მრავალ აივანზე, ზაფხულის მიწურულს, სწორედ ამ მცენარეს შეხვდებით, რომელსაც უამრავი ფერის ფუმფულა ყვავილი შეიძლება ჰქონდეს. ვარდისფერი, იასამნისფერ-ცისფერი, წითელი თუ ყვითელი ყვავილები ფერად-ფერად პეპლებსაც იზიდავს. ეს კი თქვენს აივანზე ზღაპრულ გარემოს შექმნის.

რუდბეკია

მზისფერი რუდბეკია თქვენს აივანს პოზიტივითა და ენერგიით აავსებს. ყვითელ-ნარინჯისფერი ყვავილი და მუქი ყავისფერი გული ადვილად მოსავლელი მცენარეა. რუდბეკიას თესლი ზაფხულშივე უნდა დათესოთ, შემოდგომაზე მისი ულამაზესი ყვავილობა რომ მიიღოთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniPositive.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ