ავოკადოს სწორი გამოყენება

0
16
#image_title

ავოკადო უკვე არც ისეთი ეგზოტიკაა. არც ხილია, არც ბოსტნეული, გარეგნობით თხილს მოგვაგონებს, სუპერმარკეტში კარტოფილსა და ჭარხლის გვერდით დევს და ფასიც მისაღები აქვს.

ავოკადო ხეზე იზრდება და ძალიან კალორიულია: 208 კალორია 100 გრამზე. მიუხედავად ამისა, ავოკადო სწორი კვების მენიუში ნომერ პირველი პროდუქტია, რადგანაც სასარგებლო ცხიმებს შეიცავს.

ავოკადოს სწორი გამოყენება

ავოკადოს სარგებლიანობა

ოლეინმჟავას, ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების მაღალი შემხველობა ავოკადოს ნამდვილ სუპერსაკვებს ხდის. მისი რეგულარული გამოყენება კანს ახალგაზრდობას, თმას ელასტიურობას, გულს და სისხლძარღვებს სიძლიერეს მიანიჭებს, იმუნიტეტს და მეხსიერებას კი გააუმჯობესებს.

ავოკადოს სწორი გამოყენება

კალიუმი ავოკადოში უფრო მეტია, ვიდრე ბანანში. ვიტამინი Е-ს შემცველობა რეკორდებს ხსნის.  საკვების რბილი ნაწილი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც უჯრედებს პათოლოგიური ცვლილებებისგან იცავს. ამასთან, ავოკადო ძლიერი აფროდიზიაკია და მგრძნობელობას ამაღლებს როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში.

ავოკადოს სწორი გამოყენება

იმისთვის, რომ პროდუქტმა მაქსიმალური სარგებლობა მოიტანოს, მისი შერჩევა და შენახვის წესები უნდა იცოდეთ.

როგორ ავირჩიოთ და შევინახოთ

ღია მწვანე ფერის ნაყოფს უფრო ხშირად ვხედავთ, მაგრამ უპირატესობა მუქი ქერქის მქონე ავოკადოს მიანიჭეთ. მაგრამ, შეჭეჭყილი არ უნდა იყოს. არჩევანის გასაადვილებლად, მოაცალეთ თავი და შეხედეთ, თუ ყუნწის ადგილი მწვანე და ყვითელია, კარგია, თუ ყავისფერი – დააბრუნეთ იმ ადგილას, საიდანაც აიღეთ.

ავოკადოს სწორი გამოყენება

არაუშავს თუ დაუმწიფებელს შეიძენთ, გააჩერეთ რამდენიმე დღე ოთახის ტემპერატურაზე.

როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, დაჭრილი ავოკადო ყველაზე კარგად ინარჩუნებს ფერს დაჭრილ ხახვთან ერთად. გემრიელი იერი ნარჩუნდება უფრო დიდხანს, თუ ლიმნის ან ლაიმის წვენს დააწვეთებთ. კიდევ ერთი ხრიკია: თუ ნახევარ ავოკადოს მომავლისთვის ინახავთ, კურკა არ ამოაცალოთ.

ავოკადოს სწორი გამოყენება

როგორ გამოვიყენოთ ავოკადო

ავოკადო მშვენიერი საშუალებაა სასარგებლო სმუზის დასამზადებლად. ასევე, ბუტერბროდებისა და სალათებისთვის.

ავოკადოს სწორი გამოყენება

ხრაშუნა პურზე მოთავსებულ ავოკადოს პასტას გემოსთვის სხვა ინგრედიენტები შეუხამეთ: მოხარშული კვერცხი, დაკონსერვებული თინუსი, თხილი…. ვარიანტები უამრავია!

ავოკადოს სწორი გამოყენება

ყველაზე მარტივია დაჭრათ ნაჭრებად და ტოსტზე დაიწყოთ. სასარგებლო ლანჩი დიდიხნით დაგტოვებთ დანაყრებულს. ავოკადო პროტეინის წყაროა, აუცილებელი სპორტსმენებისთვის კუნთოვანი მასის მომატებისთვის.

ავოკადოს სწორი გამოყენება

ავოკადოს კურკას ცალკე ყურადღება უნდა მივაქციოთ. დარგეთ ნიადაგში და მალე ოთახს ლამაზი ხით გაამდიდრებთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ