აიღეთ ხის სოკო, დაასხით მდუღარე წყალი და მოამზადეთ ხავერდოვანი სოკოს სუპი

0
67
#image_title

სოკო იდეალურად უხდება როგორც სუპებს, ისე სალათებს, ღვეზელებს, სხვადასხვა გარნირს. ის კერძებს სასიამოვნო არომატს და გემოს ანიჭებს. სოკოს მოყვარულებს გასწავლით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ შეუდარებელი სოკოს სუფი ამ ინგრედიენტების გამოყენებით.

შესაძლოა ზოგი ინგრედიენტი უჩვეულო ჩანდეს, თუმცა საბოლოოდ მათი კომბინაცია ქმნის დაუჯერებელ გემოს. სუფი გამოდის ხავერდოვანი და პიკანტური.

ინგრედიენტები

  • 50 გ ხის სოკო
  • 100 გ შამპინიონი
  • 100 მლ სოიოს სოუსი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი ცალი კარტოფილი
  • 1 ს. კ. პირშუშხას ფესვი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი
  • 150 მლ ქოქოსის რძე

აიღეთ ხის სოკო, დაასხით მდუღარე წყალი და მოამზადეთ ხავერდოვანი სოკოს სუპი | შენი პოზიტივი

მომზადება

1. მშრალი ხის სოკო ჩაალბეთ 300 მლ მდუღარე წყალში ორი საათით. შემდეგ გადაწურეთ მარლაში და ბულიონი მოათავსეთ ქვაბში 1 ლ წყალთან ერთად. აქვე დაამატეთ სოიოს სოუსი და აადუღეთ სითხე.

აიღეთ ხის სოკო, დაასხით მდუღარე წყალი და მოამზადეთ ხავერდოვანი სოკოს სუპი | შენი პოზიტივი

2. სოკო გაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ბულიონში.

აიღეთ ხის სოკო, დაასხით მდუღარე წყალი და მოამზადეთ ხავერდოვანი სოკოს სუპი | შენი პოზიტივი

3. დაჭერით ქამა სოკო, ხახვი და კარტოფილი კუბებად, სტაფილო კი – ნახევარრგოლებად. გადაიტანეთ ინგრედიენტები სუფში და ხარშეთ ნახევარი საათი.

აიღეთ ხის სოკო, დაასხით მდუღარე წყალი და მოამზადეთ ხავერდოვანი სოკოს სუპი | შენი პოზიტივი

4. შემდეგ დაამატეთ პირშუშხა, მარილი, დაჭრილი მწვანე ხახვი და ქოქოსის რძე.

აიღეთ ხის სოკო, დაასხით მდუღარე წყალი და მოამზადეთ ხავერდოვანი სოკოს სუპი | შენი პოზიტივი

ხავერდოვანი სოკოს სუფი სამარხვო და ვეგეტარიანული კერძია, ამიტომ მისი მომზადება შეგიძლიათ ყოველთვის და ყველასთვის.  შეგიძლიათ პირშუშხას ნაცვლად გამოიყენოთ ვასაბი. ეს სუფი თბილი სახით უფრო სასიამოვნო და არომატულია. გემრიელად მიირთვით და რეცეპტი გაუზიარეთ სხვებსაც.

READ  როგორ დავიკლოთ წონაში ბორშჩით: დეტალური ინსტრუქციები რეცეპტით! უფრო მეტს ვჭამ, მაგრამ წონა მცირდება!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ