აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

0
19
#image_title

თითქოს კარტოფილის შეწვა ყველაზე მარტივი საქმეა: გათალე, დაჭერი, ტაფაზე მოათავსე და დაუცადე. მაგრამ, ხშირად ის იწვება, ტაფას ეკრობა, მაგარი რჩება ან პირიქით, ძალიან იფლაშება.

როგორ გავექცეთ ამ პრობლემებს და ნამდვილად გემრიელი, ნაზი და ოქროსფერი კარტოფილი შევწვათ? გამოცდილი დიასახლისები კულინარიულ ხრიკებს გივზიარებენ.

როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად

სახეობა
ყველა კარტოფილი შეწვისთვის არაა. დიდი რაოდენობით სახამებლის შემცველი სჯობს პიურესთვის გამოიყენოთ. გამოცდილი მზარეულები კარტოფილის შეწვისთვის წითელ ან ყვითელ ქერქს ირჩევენ.

თეთრი სახეობები დაჭრის შემდეგ სწრაფად შავდებიან. აირჩიეთ დიდი ზომის კარტოფილი მკვრივი ქერქით. მწვანე ქერქით არ იყიდოთ! ის სოლანინს შეიცავს, რაც ხანდახან გულის არევას იწვევს.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

ტაფა
კარტოფილს იდეალურად ყველა ტაფაზე ვერ შეწვავთ. ოპტიმალური ვარიანტია თუჯის, რომელიც ფართოა და სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. თანამედროვე მოდელებიდან “WOK” გამოგადგებათ, რომელსაც ნახევარსფეროს ფორმა აქვს. ასეთი ტაფა მალე ცხელდება, დიდ ნაჭრებსაც კარგად წვავს და ზეთის ეკონომიას სწევს.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

დაჭრა
კარტოფილის ნაჭრები ნებისმიერი ფორმის შეიძლება იყოს. გრძელი, ოთკუთხედი ფორმები შემწვარ ხორცთან ან თევზთან მშვენივრად გამოიყურება. ფრის ფორმის კატლეტებთან. მთავარია, ნაჭრები ერთი ზომის და ფორმის იყოს, რადგანაც სხვა შემთხვევაში პატარები დიდებზე მალე შეიწვებიან.

თუ გსურთ, რომ ხრაშუნა გამოგივიდეთ, შეწვის შემდეგ ცივი წყლით გარეცხეთ, რათა ზედმეტი საფუარი მოაშოროთ. ამის შემდეგ, ქაღალდის ხელსახოცით გააშრეთ.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

ზეთი
გამოგადგებათ ნებისმიერი მცენარეული რაფინირებული ზეთი. ის მაღალ ტემპერატურას უძლებს და კარტოფილის გემოს არ ცვლის. სალაში ან ქონში შემწვარი კარტოფილი უფრო ნოყიერი გამოდის, მაგრამ არომატი და გემო იცვლება, რაც ყველას არ მოსწონს.

შეწვამდე, ზეთი კარგად უნდა გაცხელდეს/ ნაღების კარაქი შეგიძლიათ ბოლოში დაამატოთ, გემოს გაძლიერებისთვის.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

შეწვა
როცა ზეთი გაცხელდება, ოდნავ დაუწიეთ ცეცხლს და დაიწყეთ კარტოფილის შეწვა. მოათავსეთ ტაფაზე თანაბარ ფენად. არაა საჭირო მთლიანი ტაფა შეავსოთ, სჯობს რამდენიმე ნაკადად შეწვათ

თვდაპირველად, არ აურიოთ ნაჭრები. არ დაახუროთ თავზე. ზომიერად ძლიერ ცეცხლზე 5-7 წთ შეწვით, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს, შემდეგ ფრთხილად ამოატრიალეთ.

კიდევ 5 წთ შეწვით, შემდეგ ისევ გადაატრიალეთ. გაიმეორეთ პროცედურა რამდენჯერზე, სანამ ყველა მხრიდან გემრიელი შეფერილობა არ ექნება. შუაში ერთი ნაჭერი გატეხეთ. თუ ეს მსუბუქად გამოგივიდათ, ესეიგი დროა გადმოიღოთ.

შეწვის საერთო დრო ტაფაზე, სახეობაზე და გაზქურაზეა დამოკიდებული. საშუალო ცეცხლზე 20-25 წთ სჭირდება. წვის დასრულებამდე 3-4 წუთით ადრე, რბილი კარტოფილის მოყვარულებმა ტაფას თავსახური უნდა დააფარონ.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

სხვა ინგრედიენტების დამატება
საკმაზებად შეგიძლიათ დაამატოთ ხახვი, წითელი და შავი დაფქული წიწაკა, ნიორი, კამა, ოხრახუში… უნდა იცოდეთ რა ეტაპზე დაუმატოთ ისინი. მაგალითად, თუ ხახვს ეგრევე დააყრით, მალე დაიწვება.

სჯობს ის ცალკე ტაფაზე შეწვათ და კარტოფილს წვის დასრულებამდე 4/5 წუთით ადრე დაუმატოთ. გემოს გაძლიერებისთვის წვის დასრულებამდე 2 წუთით ადრე შეგიძლიათ ტაფაზე ნაღების კარაქის კუბიკიც დააგდოთ.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

მარილი
კერძის არ დაამარილოთ წვის დასრულებამდე 5-7-წუთი სანამ არ დარჩება. რატომ არ უდნა ქნათ ეს მაშინვე? მარილი ნალექს იწვევს და თუ მშრალ კარტოფილს დააყრით, ის დასველდება და ტაფას მიეკრობა.

აი როგორ შევწვათ კარტოფილი იდეალურად. ერთმანეთს არასოდეს ეწებება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ