უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

0
73
#image_title

გენერლის ულამაზესი ქალიშვილისა და ლიცენზირებული მფრინავის გზა მსახიობობამდე და ტრაგიკულად დაღუპული მეუღლე – უცნობი ამბები კასია სმუტნიაკზე

უცნობი ამბები პოლონური წარმოშობის იტალიელ მსახიობ კასია სმუტნიაკზე შეიტყვეთ სტატიიდან. ის წარმატებულ მსახიობად მიიჩნევა იტალიაში. თუმცა მსოფლიო მას ყოველ ჯერზე ხელახლა იხსენებს კინოფესტივალების წითელ ხალიჩებზე, სადაც ყოველთვის ბრწყინავს. წლევანდელ ვენეციის კინოფესტივალზე კი 45 წლის კასია სოციალური ქსელების ვარსკვლავადაც იქცა.

კასიას ბავშვობიდან ჰქონდა ფრენის სიყავრული და 16 წლისამ მიიღო პლანერების პილოტის ლიცენზია. 17 წლისამ მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სილამაზის კონკურსში და მეორე ადგილი აიღო. მუშაობდა მოდელად პოლონეთში, იაპონიაში, ინგლისსა და იტალიაში, სადაც 1998 წელს საცხოვრებლადაც დარჩა.

როგორც მსახიობს, 2000 წელს ჰქონდა დებიუტი ჯორჯო პარანიელოს ფილმში “საჭირო დროს”, ხოლო 2003 წელს “რადიო უესტის” გადაღებებზე შეხვა თავის მომავალ ქმარს – მსახიობ პიეტრო ტარიკონეს. 2007 წელს ფილმში “ყველაფერი შენს ხელშია” მისი როლი იტალიური “ოქროს გლობუსით” აღნიშნეს და მიიღო საუკეთესო ახალი მსახიობის ტიტული. ფართო მაყურებელი იცნობს 2010 წლის ფილმით “პარიზიდან სიყვარულით”, რომელშიც ჯონ ტრავოლტას გაუწია პარტნიორობა. ასევე დაჯილდოებულია ფილმისთვის “ღვედები შეიკარით”. მშობლიური პოლონურის გარდა, კასია თავისუფლად საუბრობს რუსულად, ინგლისურად და იტალიურად.

როგორც ხშირად წერენ, მისი მთავარი სიყვარული პიეტრო ტარიკონე იყო, რომელიც 2010 წელს ტრაგიკულად დაიღუპა პარაშუტიდან ხტომის დროს. მასთან თანაცხოვრებისას კასიას შეეძინა ქალიშვილი სოფია.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniPositive.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ