ბოლო დროს ახალ ამბებში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება სიუჟეტები იმის შესახებ, რომ სახლში დამონტაჟებული გაზი მწყობრიდან გამოდის. მომსწრენი ვხდებით ტრაგიკული შემთხვევებისაც…
ერთ-ერთი მსგავსი აფეთქების შემდეგ, იაროსლავლში მოხდა შემთხვევა, რომელმაც ყველა შოკში ჩააგდო. უჩვეულო სიტუაცია სადღეღამისო საცხობში დაიწყო, რომელიც ერთ-ერთ სახლთან მდებარეობდა.
21 წლის სტანისლავ მავრენკოვი მეგობრებთან ერთად სეირნობდა და წასახემსებლად სწორედ ამ კონკრეტულ საცხობს მიაშურა.
“მეგობრებთან ერთად ვიჯექი, შაურმას მივირთმევდით. ერთ მომენტში საცხობში მამაკაცი შემოვიდა ყავარჯნებითა და სიგარეტით. თამბაქოს ყიდვა სურდა, მაგრა გარეთ გაუშვეს, რადგანაც პირდაპირ ოთახში აბოლებდა.
რამდენიმე წუთის შემდეგ, ქუჩაში გავედი, რათა მომეწია და ეს მამაკაცი თოვლში დავინახე. მივუახლოვდი და წამოდგომა შევთავაზე. მან მომიშორა და მითხრა: “თუ გინდა დახმარება, გაიქეცი, ხალხს უშველე, სახლში გაზი გავხსენი” ვუპასუხე ბოდავდა თუ სიმართლეს ამბობდა, მან კი კვლავ მიბიძგა გავქცეულიყავი.
მეუბნებოდა რომელი კორპუსი და სადარბაზო იყო. მეგობარს დავუძახე და სახლისკენ გავიქეცით, საიდანაც გაზის ხელოსნები უკვე მიდიოდნენ.
ვთხოვდით შეემოწმებინათ ბინა, მაგრამ გვპასუხობდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. გვსურდა დავრწმუნებულიყავით და სადარბაზოში შევედით. როგორც კი კარი გავაღეთ, შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ სანთებელაში მოვხვდით: თვალები აგვიცრემლიანდა და სუნთქვა შეუძლებელი გახდა.
თვალწინ ცხოვრებამ ჩამიქროლა, მაგრამ სვლას განვაგრძობდი. ერთადერთი ფიქრი მიტრიალებდა, ვინმე აივანზე მოსაწევად თუ გავიდოდა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა. გამახსენდა შემთხვევა, როცა მთელი კორპუსი აფეთქდა.
ბინის კარი გავაღეთ, იქ სუნთქვა საერთოდ წარმოუდგენელი იყო. მეგობარს ვუყვირე, გაზის ხელოსნებთან მიერბინა, თავად ღუმელთან მივედი, რომ გადამეკეტა. ფანჯარაზე პლედი იყო ჩამოფარებული, ალბათ მამაკაცმა იმიტომ გააკეთა ასე, რომ გაზი გარეთ არ გასულიყო. მოვხსენი და ყველა ფანჯარა გავაღე.
მეგობარი ძლივს დაეწია გაზის ხელოსნებს. შემდეგ მათ ყველაფერი გადაკეტეს. ქუჩაში რომ გავედი ხმამაღლა ვუყვიროდი ხალხს კორპუსიდან გამოსულიყვნენ. ყველას ეძინა. მხოლოდ მამაკაცი და ქალი გამოვიდნენ. მათი დამშვიდება დავიწყე. შემდეგ მოვიდა პოლიციაც და სასწრაფოც.”
სტანისლავს პოლიციამ და გაზის სამსახურმა მადლობა გადაუხადეს. კორპუსის მცხოვრებმა ადამიანებმაც დიდი მადლიერება გამოხატეს. ის სუპერმარკეტის დაცვად მუშაობს და ერთ დასვენების საღამოს, სხვების გადასარჩენად ცხოვრების გარისკვას არ შეუშინდა.
თუ გეჩვენებათ, რომ სახლში რაღაც მწყობრში არაა, გაზის ხელოსნებს აუცილებლად საგულდაგულოდ გადაამოწმებინეთ ის.