ბებიაზე უზომოდ შეყვარებული ბიჭი – ამბავი გურიიდან, რომელიც ყველასთვის სამაგალითო უნდა იყოს

0
14
#image_title

Facebook-ში არსებობს გვერდი Giviko Didia Official, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი გურულ ბებიასთან დაკავშირებულ ისტორიებზე წერს. ყოველდღიურად გამოქვეყნებული ფოტო თუ ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე ხდება პოპულარული. გიზიარებთ რამდენიმე ისტორიასა და ფოტოს, რომლებიც ბევრი პოზიტივიტ აგავსებთ

Giviko Didia Official-ს ფოტო.

ბებია ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ , მაგრამ …
იცით როგორი მყავს … ?

აი ერთი სიტყვით კი არა მრავალი სიტყვითაც , რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი …

კეთილი და მშრომელი , დილაადრიან ყველაზე ადრე დგება ხოლმე , ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს ჩაიცვამს და ჭაღარა თმას გადაივარცხნის ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებს …

” მაშინ ბავშობაში , უშუქობის ხანა იდგა , ლამპას აანთებდა , ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა , ჩაის დაადგამდა და ფეჩის დუხოვკაში )) გამომცხვარ გურულ ღვზელს თეფშე დააწყობდა …

მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით … საათობით შეეძლო ემუშავა , მიწას ისე თოხნიდა ალესილ პირიანი , პრიალა , თლილ ტარიანი თოხით , გეგონებოდა კი არ თოხნის , ეფერებაო …

ზედმეტ ბალახს არ გააჭაჭანებდა ყანაში , შემოდგომაზე სიმინდს მოტეხდა , ჩალას ლამაზ , თანაბარ კონებად შეკრავდა და ბოლოს თაიგულივით ააწყობდა ჩვენი სახლის უკანა ეზოში დიდ ზვინად … უყვარს ხოლმე იმ დროის გახსენება როცა ახალგაზრდა იყო , მის მშობლიურ სოფელში პირველად , რომ დაამუშავა მიწა …

შემოდგომაზე ყურძნის მწიფე მტევნებს ” ბაბუასთან ერთად ” ხის დიდ კასრში მოაქცევდა , მერე მაჭრად აათუხთუხებდა , მოხსნიდა ხოლმე ხისავე თავსახურს და დიდი თლილი ჯოხით ამოურევდა …

ბაბუა გვიანი შემოდგომისა და ადრეული ზამთრის გასაყარზე ახალ დაყენებული ღვინის წრუპვას დაიწყებდა აგიზგიზებულ ფეჩთან , მისი ცოლის ნახელავ ცხელ ჭადს , გურულ ყველს და ლობიოს ჩაუფენდა … )) ” ბაბუე , ბებიეს ლობიოს სნიკერს ეძახდა ” … ))

ჩვენს ბოსტანში მოწეულ ბოლოკს ოთხად გაჭრიდა , მწვანე ხახვს ლამაზად დაახვევდა მარილს მოაყრიდა , ისე მოაყრიდა როგორც მადლს …

მადლიანი კაცი იყო და ყველაფერი კეთილად გამოდიოდა …

მარტო არაფრით ივახშმებდა მეწყვილე ყავდა ნათელე ბებიე დაუძახებდა
” მოი ჩემო ფოტინა უშენოდ რა მაჭმევს ან რა დამაძინებსო ” …

საღამოს ღუმელთან ჩამოგვისვამდა ორცალ შვილიშვილს და მოგვიყვებოდა დიად წარსულზე , ” თუ რა მაგარი ცოლი ყავს ” მოგვიყვებოდა ამბავს იმაზე თუ როგორ დაინახა კოხტა თვალებბრიალა ნათო ” ლიმონათის ქარხანაში ” )) როგორ ჩაუვარდათ ერთმანეთი გულში …

მერე როგორ მოატარა ” კომუნისტების დროს ” საუკეთესო ექიმის ძიებაში და როგორ გამოსტაცა სიკვდილს მისი ნათო-ფოტინე …

მოგვიყვებოდა იმაზე თუ როგორ ააშენა სახლი და როგორი დიდი სიყვარულით ცხოვრობდნენ …

ღამით შუაში ჩავუწვებოდით , ” მე და ჩემი ძმა ” ცოლ-ქმარს )) ჭკუას გვარიგებდნენ შეთანხმებულად და ჩვენც ვპირდებოდით , რომ კარგი და კეთილი ვიქნებოდით , დამჯერე და საამაყო … მერე მათი მოყოლილი ზღაპრების მოსმენაში ჩაგვეძინებოდა ” …

არის განცდები , ამბები , ადამიანები , რომელთა დავიწყება ასე მგრძნობიარე გულს არაფრით შეუძლია …
და მე თუ მკითხავთ ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ როცა ამ განცდების , ამბებისა და ადამიანების არსებობას საკუთარ თავში განუწყვეტლივ , ყოველ წუთსა და წამს გრძნობ …

ბებიე ბაბუეს გარეშე ვერ ვთქვი ……….

და თუ რამე აურ-დავურიე მეპატიება

Giviko Didia Official-ს ფოტო.

 

მე ძალიან ბევრი რამ არ მაქვს , რაც მჭირდება, მაგრამ მაქვს მთავარი – სიყვარული და თანადგომა . რა მაგარია, რომ გრძნობ მარტო არ ხარ . გული სითბოთი მევსება. მე ბედნიერი ვარ , ძალიან ბედნიერი. ბედნიერებას გისურვებთ თქვენც.

Giviko Didia Official-ს ფოტო.

Giviko Didia Official-ს ფოტო.

Giviko Didia Official-ს ფოტო.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ