ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო

0
38
#image_title

კიბოს ყოველთვის ხილული ნიშნები არ აქვს, მაგრამ როცა აქვს, მაგ შემთხვევაშიც უნდა იცოდე რას მიაქციო ყურადღება. ერთმა ნიუ-იორკელმა ექიმმა ეს ისე ბრწყინვალედ იცოდა, რომ ქალის სიცოცხლე უჩვეულოდ იხსნა.

ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო | შენი პოზიტივი

როგორ მოხდა ეს

ექიმი ერიკ ვოიტი ერთ-ერთ არხზე სატელევიზიო პროგრამა Beachfront Bargain Hunt -ს უყურებდა, როცა ერთ-ერთ ქალს კისერზე რაღაც უცნაური შენიშნა. ქირურგი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ქალს ცხოვრებას მოუსპობდა, რადგანაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო იყო. არ იცოდა როგორ დაკონტაქტებოდა და ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, იმედოვნებდა, რომ ვინმე ამ ქალბატონს ხმას მიაწვდენდა.

ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო | შენი პოზიტივი

მართლაც, სოციალური ქსელის მეგობრების წყალობით, ეს ქალი, ნიკოლ მაკგინესი, რომელსაც თავად ფეისბუქი არ ჰქონდა, მიიღო რჩევა სპეციალისტი ენახა. მან ბიოფსია ჩაიტარა და ტესტებმა ერიკის აზრი გაამყარა: ეს მართლაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო იყო.

მაკგინესს უკვე გადატანილი ჰქონდა ტვინის კიბო და ვერ იჯერებდა, რომ მსგავსი რამ ისევ შეემთხვა და სასწრაფოდ მკურნალობა დაიწყო. ადრეულ სტადიაზე გამოვლენის გამო, ყველაფერი კარგად გაგრძელდა.

ტელევიზია ABC-მ ექიმი და ქალბატონი “დილამშვიდობისა ამერიკაში” მოიწვია. როცა მაკგინესმა ექიმი დაინახა გულმხურვალედ ჩაეხუტა. ის საოცრად ემადლიერებოდა ვოიტს.

ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო | შენი პოზიტივი

ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო | შენი პოზიტივი

ფარისებრი ჯირკვლის სიმპტომები

  • ამობურცული კისერზე
  • შეშუპება კისერზე;
  • ტკივილი კისრის წინა მხარეს, ხანდახან ყურებისკენ;
  • ჩახლეჩილი ხმა ან უბრალოდ ხმის ცვლილებები;
  • გადაყლაპვის სირთულე;
  • სუნთქვის სირთულე;
  • მუდმივი ხველა.

ბრავო ექიმო! ქირურგმა ქალი სიკვდილისგან იხსნა, როცა ტელევიზორში დაინახა და კიბოს ნიშნები ამოიცნო | შენი პოზიტივი

თუ რომელიმე მაინც აღგენიშნებათ, მიმართეთ ექიმს.

READ  ყოველ დილით მიირთვით ეს საუზმე და მერწმუნეთ, ერთ თვეში თავს ვერ იცნობთ.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ