ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

0
16
#image_title

ბევრ ოჯახს აფრთხობს ხოლმე ფრაზა: “ჩვენთან ბებო მოდის”. ის ხომ მთავარი ხელმძღვანელი, ენციკლოპედია, დიეტოლოგი, ექიმი და ნებისმიერი საკითხის სპეციალისტია! ახალგაზრდა მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ჯიუტ ბებიებს შვილიშვილებზე ნეგატიური გავლენა ექნებათ.

იმედს გაგიცრუებთ, ისინი მთელი ძალით, მაქსიმალურად ცდილობენ დაგეხმარონ. მშობლებსა და ბებიებს შორის სწორი ურთიერთობის დამყარებაში ექიმი კომაროვსკის რჩევები გვეხმარება.

სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ბებია?

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

“თვითონ ცნება “ბებია” შეიძლება განვიხილოთ არა როგორც კონკრეტული ადამიანი, არამედ მნიშვნელოვანი სოციალური ფენომენი, რომელსაც ცალკეული შესწავლა სჭირდება.” – ამტკიცებს ევგენი კომაროვსკი.

სამწუხაროდ, მშობლები, რომლებიც ზედმეტად დაფოფინებენ შვილებს, უფრო მეტი ძალისხმევით იზრუნებენ შვილიშვილებზე.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

მეტის ჭამა, თბილად ჩაცმა, ნაკლები ტირილი – მსგავსი უსარგებლო რჩევები უამრავია, მთავარი აზრი, რაც ბებიებმა უნდა გაიგონ არის ის, რომ ეს მათი შვილი არაა! ბავშვის ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა მის მშობლებზეა.

კონფლიქტების თავიდან არიდება შესაძლებელია. არ გაჩუმდეთ, ისაუბრეთ. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევა ჩამოგიყალიბებთ სწორ ურთიერთობას. ბებიასთან ბავშვის დატოვება მხოლოდ პირველადაა რთული. ნდობა და ერთმანეთის თანხმობა ორივე მხარეს დადებით შედეგს მოუტანს.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

“ურთიერთობის გაანალიზებაში პრიორიტეტული როლი სწორედ ბებიებმა უნდა ითამაშონ, ისინი გამოცდილი ადამიანები არიან, უფრო გონივრები და დაბალანსებულები.” – წერს კომაროვსკი. სიყვარული ასაკთან ერთად იზრდება. შესაძლებლობა გიყვარდეთ, რეალურად წლებთან ერთად მოდის.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

“ძალიან მიყვარს ბებიები, უსასრულოდ ვცემ პატივს მათ სიკეთეს, შრომას, დახმარების სურვილს”
ბავშვების აღზრდაში მთავარ როლს გამოცდილება თამაშობს. მშობლების დავალებაა ბებიებს აუხსნან, რომ მათი ცხოვრების წესი წარსულში დარჩა. მხოლოდ მშობლებს აქვთ აღზრდის ხერხების არჩევის უფლება.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

ბებიები მიჩვეულნი არიან ბავშვები სუსტებად და მუდამ ავად მყოფებად აღიქვან. როგორც წესი, ავად ყოფნას ფსიქოლოგიური ფაქტორიც იწვევს. ბებიის და ბავშვის ურთიერთობაში პატარას უფრო მეტად სიყვარული სჭირდება, ვიდრე საჭმელი.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

ექიმის მთავარი წესია: არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ არანაირი გადაწყვეტილება, რომელიც ბავშვის ცხოვრების წესს ეხება, განიხილეთ ის მშობლებთან ერთად. ბებიებო და ბაბუებო შეეგუეთ! დედამ და მამამ გაზრდა უნდა ისწავლონ. ეს არაა უმოქმედობა თქვენი მხრიდან, პირიქით საკვანძო მომენტი აღზრდისას.

ექიმი კომაროვსკი: “ბებიების მთავარი დამცველი ვარ”

იდეალური ბებია გვერდით დგას და აკვირდება თუ როგორ იქცევიან დედ-მამა სრულფასოვან მშბოლებად.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ