ექიმი კომაროვსკი: “ჰომეოპათია მკურნალობის ილუზიაა”

0
16
#image_title

ალბათ არაერთხელ გსმენიათ ჰომეოპათიის შესახებ, ყველა დაავადების სწრაფი განკურნების გზაზე. ჰომეოპათური პრეპარატების მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს ნატურალური, უსაფრთხო და ძალიან ეფექტური საშუალებებია, რომლებიც არამხოლოდ გრიპს, არამედ კიბოსაც განკურნავენ.

ზოგს სჯერა მათი ეფექტურობის, სხვები უარს ამბობენ. არიან ადამიანები, ვისაც სიმართლე ჯერ ვერ გაურკვევია.

ექიმი კომაროვსკი: “ჰომეოპათია მკურნალობის ილუზიაა”

ჰომეოპათური საშუალებები

ჰომეოპათია და ფიტოთერაპია ერთი და იგივე არ არის!
«ჰომეოპათიას არაფერი აქვს საერთო მცენარეებით მკურნალოაბსთან, როგორც ამას ბევრი ფიქრობს», — აცხადებს ექიმი კომაროვსკი. კლასიკური ჰომეოპათია XVIII საუკუნიდან იწყება. მისი თეორია შეიმუშავა გერმანელმა ექიმმა სამუელ განემანმა, როცა ტანამედროვე მედიცინამ იმედი გაუცრუვა.

ჰომეოპათიის არსი იმაში მდგომარებს, რომ ანალოგიური ანალოგიურით განკურნოთ. კომაროვსკი გვარწმუნებს, რომ ჰომეოპათია ესაა მკურნალობა წლით, რომელსაც “მეხსიერება” აქვს. ამ დროს ადამიანს ინდივიდუალურად უწერენ აბებს, რომლებსაც მხოლოდ პლაცებოს ეფექტი აქვთ.

ექიმი კომაროვსკი: “ჰომეოპათია მკურნალობის ილუზიაა”

მეცნიერული კრიტიკა
ავსტრალიაში 2015 წელს ჰომეოპათური კვლევის ანალიზები გამოაქვეყნეს. ექსპერტებმა თემის გარშემო ყველაფერი საფუძვლიანად შეისწავლეს. არცერთი მტკიცებულება არ გამოვლენილა, რომელიც ჰომეოპათურ წამლებს ეფექტურად მიიჩნევდა.

კომისიის აზრით, ჰომეოპათიური პრეპარატების რეკლამებში მწარმოებელმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ მათი ეფექტურობა მეცნიერულად დამტკიცებული არაა და მხოლოდ მე-18 საუკუნის თეორიებს ეყრდნობა.

ექიმი კომაროვსკი: “ჰომეოპათია მკურნალობის ილუზიაა”

ჰომეოპათია როგორც მკურნალობის ილუზია

ორგანიზაცია EASAC-მა, რომელიც ევროპის 29 ქვეყნის სამეცნიერო აკადემიას აერთიანებს, ჰომეოპათური პროდუქტების მიღებას ჯანმრთელობისთვის საზიანოდ მიიჩნევს. ისინი ევროკავშირს სთხოვდნენ მიეღოთ ზომები ჰომეოპათიის წინააღმდეგ. რადგანაც, ეს პრეპარატები ევროპისა და აშშ-ს ბაზარზე ზრდას განაგრძობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰომეოპათური საშუალებები პაციენტებს ზიანს მოუტანს, მკურნალობას ვერ უზრუნველყოფს და სამედიცინო საზოგადოების მიმართ ნდობას დაუკარგავს. ისინი მკურნალობის ილუზიას ქმნიან და მათი გამოყენებისას დიდი დრო იკარგება.

არის შემთხვევები, როცა ადამიანი ჰომეოპათური პრეპარატებით ნამდვილად გამოჯანმრთელდა. ამას თავისი ახსნა აქვს.

  1. იშვითადად ხდება ცნობილი რომ ჰომეოპათიამ იმუშავა, ვიდრე პირიქით.
  2. ფაქტი, რომ ადამიანი გამოჯანმრთელდა, არ ნიშნავს იმას, რომ ჰომეოპათიის დამსახურებაა. მაგალითად, გაციება ხშირად ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობით ცხრება.
  3. ხშირად ადამიანები უკეთ ხდებიან პლაცებოს ეფექტის წყალობით. ტვინი ენდორფინებს გამოყოფს და დაავადებული თავს უკეთ გრძნობს.
  4. ხშირად ჰომეოპათი ექიმები ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მოგიწოდებენ, რასაც ასევე პოზიტიური შედეგი შეიძლება ჰქონდეს.

ექიმი კომაროვსკი: “ჰომეოპათია მკურნალობის ილუზიაა”

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ