მე უკვე ვთქვი უარი, თქვენც გირჩევთ დაუჯეროთ ექიმების გაფრთხილებას

0
15
#image_title

როგორც კი დათბება, ჩვენი უმრავლესობა ფეხსაცმლიდან შლოპანსებზე გადადის. თუ გეჩვენებათ, რომ ისინი იდეალურია ქალაქში სასეირნოდ, ჩვენ გთავაზობთ 9 მიზეზს იმისათვის, რომ შლოპანსები აბაზანის, პლიაჟისა და ბასეინისთვის შეინახოთ.

1. მათ შეუძლიათ ინფექციის გავრცელება

სამწუხაროდ, ეს კომფორტული საზაფხულო ფეხსაცმელი ვირუსების, სოკოვანი ინფექციებისა და ბაქტერიების გადამტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ყოველ ჯერზე, როცა შლოპანსებით ქუჩაში გადიხართ, ისინი უამრავი ბაქტერიით(მაგ. Staphylococcus) იფარება, რასაც ფეხის კანის ძლიერი გაღიზიანების გამოწვევა შეუძლია.

მე უკვე ვთქვი უარი, თქვენც გირჩევთ დაუჯეროთ ექიმების გაფრთხილებას

2. უფრო მეტი წყლული?

საიდუმლო არაა, რომ კოჟრები ნებისმიერი ფეხსაცმლის ტარების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს. თუმცა, შლოპანსების ხშირი ტარების გამო, ისინი მუდმივად გაგიჩნდებათ.
თუ თქვენი შლოპანსები პლასტიკისაა და არა ტყავის ან ქსოვილის, დიდი ალბათობით, ყოველდღე არმოაჩენთ ახალ წყლულს მისი ჩაცმის შემდეგ.

მე უკვე ვთქვი უარი, თქვენც გირჩევთ დაუჯეროთ ექიმების გაფრთხილებას

3. იწვევს ფეხის თითების დეფორმაციას

ვინაიდან შლოპანსები ფეხებზე ძალიან ცუდად ჩერდება, ეს იწვევს დამატებით დატვირთვას ტერფის ყველა ნაწილში. ასეთი ფეხსაცმლის რეგულარული ტარება გამოიწვევს დეფორმაციას, რომლის დროსაც ერთი თითი მეორისკენ იხრება.
სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან ულამაზოა! ამას გარდა, მხოლოდ ქირურგიულ ჩარევას შეუძლია დაზიანებული ტერფისთვის პირველადი სახის დაბრუნება.

4. ტერფის დაუფიქსირებლობა

მიუხედავად კომფორტულობისა, შლოპანსები ვერ უზრუნველყოფს ტერფის ზედაპირის ფიქსაციას. ყოველ ჯერზე, როცა შლოპანსებს იცვამთ, შესაძლოა, ტერფი გადაბრუნდეს, კოჭები კი დაგეჭიმოთ.

მე უკვე ვთქვი უარი, თქვენც გირჩევთ დაუჯეროთ ექიმების გაფრთხილებას

5. იწვევს ბურსიტს

შლოპანსებს შეუძლია ბურსიტის – ფეხის დიდი თითის სახსრის ანთებას. ტერფის წინა ნაწილზე არსებული მეტისმეტი დატვირთვა მტკივნეული შეგრძნებების მიზეზი ხდება, რაც არავის მოსწონს.

მე უკვე ვთქვი უარი, თქვენც გირჩევთ დაუჯეროთ ექიმების გაფრთხილებას

6. აუარესებს სხეულის პოზას

საიდუმლო არაა, რომ ფეხსაცმლის ნებისმიერი ტიპი ბრტყელ ძირზე ცუდად მოქმედებს სხეულის პოზაზე. ეს იგივეა, რაც დიდხანს ფეხშიშველი სიარული.

7. ისინი ყველაფერს მოუხერხებელს ხდის

შეუძლებელია შლოპანსებით სწორი ნაბიჯის გადადგმა, რაც ზრდის იმის შანსს, რომ ქუჩაში ფეხი გადაგიბრუნდებათ ან წაიქცევით. ეს არასდროსაა სასიამოვნო.

8. თქვენ ისევ კუდ იქცევით

ობურნის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შლოპანსებიანი ადამიანები უფრო პატარა ნაბიჯებს დგამენ და მათი სიარულის ტემპიც გაცილებით ნელია ნორმალური ფეხსაცმლის მატარებლებთან შედარებით.

9. იწვევს ქუსლის ტკივილს

შლოპანსები ძლიერ ზრდის ზეწოლას ქუსლის უკანა ნაწილზე, ვინაიდან სიარულის დროს მთელი სხეული მას ეყრდნობა. გარდა ამისა, შლოპანსების ტარებას შეუძლია ქუსლზე ნახეთქებისა და კოჟრების გაჩენა.

მე უკვე ვთქვი უარი, თქვენც გირჩევთ დაუჯეროთ ექიმების გაფრთხილებას

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ