ორგანიზმის გასაწმენდი უნიკალური სასმელი. ვსვამდი იმუნიტეტის ასამაღლებად და საგრძნობლად დავიკელი წონაშიც!

0
39
#image_title

უებარი საშუალებაა სისხლძარღვებისა და იმუნიტეტისთვის. ამცირებს ქოლესტერინის დონეს, სასარგებლოა ღვიძლისთვის, წმენდს ორგანიზმს და ებრძვის გაციებას. საჭიროა მხოლოდ 4 ინგრედიენტი – ნიორი, ლიმონი, ჯანჯაფილი და წყალი. ის რასაკვირველია, მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მოზარდებში მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ შეიძლება გამოყენება.

დაგჭირდებათ:

4 თავი ნიორი

4 ლიმონი კანიანად

ჯანჯაფილის ერთი ძირი

2 ლიტრი სუფთა წყალი

მომზადება:


ლიმონი კანიანად დაჭერით. ნიორი გაფცქვენით და ლიმონთან და ჯანჯაფილთან ერთად ბლენდერში დააქუცმაცეთ.

მოათავსეთ ეს მასა მეტალის ჭურჭელში და დაასხით 2 ლიტრი წყალი.

დადგით ცეცხლზე და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ ადუღებამდე არ მიიყვანთ.

გააცივეთ და გაწურეთ. შეინახეთ მინის ბოთლში.

1 ჭიქა ნარევი ყოველდღე უნდა სვათ ჭამამდე მინიმუმ 2 საათით ადრე ან უზმოზე.

ნივრის სუნი არ შეგაწუხებთ, რადგან ლიმონი კარგად ანეიტრალებს.

შეიძლება მისი გამოყენება წელიწადში ორჯერ.

READ  დილის კომპლექსი ჩინელი პროფესორისგან – 7 წუთიანი მასაჟი ჟანმრთელობისთვის

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ