როგორ უნდა დავიცვათ საშიში ვირუსისგან თავი, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა

0
13
#image_title

როგორ უნდა დავიცვათ საშიში ვირუსისგან თავი, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა

რა არის ადენოვირუსი?

ეს ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ჩვეულებრივი გრიპის სიმპტოები ახასიათებს და ამიტომაც ხშირად ვერ ახერხებენ მის იდენტიფიკაციას. სწორედ ასეთ შემთხვევას შეეწირა 18 წლის კოლეჯის სტუდენტი ოლივია პარეგოლი. მას ექიმებმა პირველადი გასინჯვის შემდეგ, ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს და იმუნური სისტემის შემაკავებელი ანტიბიოტიკები დაუნიშნეს.

როგორ უნდა დავიცვათ საშიში ვირუსისგან თავი, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა

ადენოვირუსის 50–მდე სახეობა არსებობს, მათი უმრავლესობისგან კი ადამიანები მარტივად შეიძლება განიკურნონ. პრობლემა მხოლოდ მათ ექმნებათ, ვისაც სუსტი იმუნური სისტემა აქვს. ყველაზე დიდი რისკის შემცველი ასპექტიც სწორედ ესაა. ჩვეულებრივი გაციებისა და ალერგიების განსაკურნებლად ექიმები როგორც წესი სწორედ იმ მედიკამენტებს ნიშნავენ, რომელიც იმუნურ სისტემას ასუსტებს. სწორედ ამიტომ გარდაიცვალა 18 წლის სტუდენტიც.

როგორ უნდა დავიცვათ საშიში ვირუსისგან თავი, რომელმაც 18 წლის გოგონას სიცოცხლე შეიწირა

ადენოვირუსი წყლით, ჰაერითა და ინფექციური მიკრობების მქონე ნივთების წყალობით გადადის. ამიტომ მოერიდენთ საეჭვო აუზებში ჩასვლას და ყოველთვის დაიბანეთ ხელები საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოსვლის შემდეგ. ეს არის ის სიმპტომები, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს:

  • ყელის სიმშრალე და გაღიზიანება
  • თავის ტკივილი
  • დიარეა და ღებინება
  • გაჭედილი ცხვირი
  • ხველა
  • სიცხე
  • სისუსტე
  • დაღლილობა
  • თვალების ხშირი აცრემლიანება
  • ძილის რეჟიმის დარღვევა
  • თვალების გასიება
  • კანის წვა
  • შიმშილის გრძნობის შემცირება
მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ