საბედისწერო სასიყვარულო კბენა, რომელმაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

0
14
#image_title

ბრაზილიაში საკმაოდ უცნაური და უჩვეულო ინციდენტი მოხდა. მხურვალე ღამის გატარების შემდეგ თავის შეყვარებულთან ერთად, მოზარდი მოულოდნელად გარდაიცვალა.

საბედისწერო სასიყვარულო კბენა, რომელმაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

17 წლის ხულიო მასიას გონსალესს(Julio Macias Gonzalez) მეხიკოდან კრუნჩხვები ოჯახთან ერთად სადილობის დროს დაეწყო. ეს მოხდა მეორე დღეს იმ შემთხვევიდან, როცა მოზარდმა 24 წლის შეყვარებულთან ღამე გაატარა.

ხულიოს ოჯახმა მაშინვე დარეკა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სააგენტოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ყმაწვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამედიცინო ანგარიშის თანახმად, იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ექიმები თვლიან, რომ ამის მიზეზი გახდა ვნებიანი ნაკბენები, რომლებიც ბიჭს შეყვარებულმა დაუტოვა კისერზე. ამ ნაკბენებმა წარმოქმნა კოლტები სისხლში, რომლებიც თავის ტვინამდე ავიდა და ტრაგიკული შედეგი გამოიწვია.

საბედისწერო სასიყვარულო კბენა, რომელმაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

მოზარდის ოჯახს სურდა ხულიოს შეყვარებულის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა განუზრახ მკვლელობისათცის. მექსიკური მედიასაშუალებების თქმით, გოგონა მიიმალა უცნობი მიმართულებით, როგორც კი გაიგო უბედური შემთხვევის შესახებ.

საბედისწერო სასიყვარულო კბენა, რომელმაც მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა

ხულიოს მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ ამ გოგონასთან მათი შვილის ურთიერთობისა, ასაკობრივი სხვაობის გამო, თუმცა, შეყვარებული ბიჭი არ ემორჩილებოდა მათ.

ვიდეორეპორტაზში, რომელიც CBS New York-მა გამოაქვეყნა, ყვებიან იმის შესახებ, თუ რითია საშიში მსგავსი ნაკბენები. აღმოჩნდა, რომ ტუჩებით კანის ნაწილის ძლიერი ამოწოვა დიდ უსიამოვნებებს იწვევს, სიკვდილსაც კი!

კანის ძლიერად ამოწოვა იწვევს მცირე სისხლძარღვების გახეთქვას. მართალია, ამის დროს კოლტების გაჩენის შანსი ძალიან მცირეა, მაგრამ შესაძლებელია.

ხულიოს შემთხვევაში, ნაკბენებმა არამხოლოდ კოლტები წარმოქმნა, არამედ ტრომბი პირდაპირ ტვინისკენაც მიმართა, რაც ინსულტის მიზეზად იქცა,

17 წლის მოზარდის გარდაცვალება სულ ჩვეულებრივმა მოვლენამ გამოიწვია, რომელიც, იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება ერთბაშად. ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ასეთი დამთხვევის შანსი ძალიან მცირეა, ადამიანებმა, სასიყვარულო თამაშების დროს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ