სტატიაში თავმოყრილია სახალისო ამბები ბავშვებზე
სახალისო ამბები ბავშვებზე, იცოდით რომ?-
3 წლის ბავშვის ხმა უფრო მაღალია, ვიდრე 200 მოზრდილისა სავსე რესტორანში.
მამები, როგორც წესი, თვალის შევლებით ადვილად არკვევენ ბავშვის სიმაღლეს, დედები – წონას.
საშუალოდ, 4 წლის ბავშვი დღეში 437 შეკითხვას სვამს.
ტელევიზორის ყურება ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელიც კი შეიძლება იყოს ბავშვისთვის.
ძველ საბერძნეთში მდიდარი ოჯახების შვილებს დაბადებისთანავე ზეითუნის ზეთში აბანავებდნენ. მიაჩნდათ, რომ ამით ტანზე თმის ამოსვლისგან იცავდნენ.
ბავშვები იმ ინტონაციით ყვირიან, რომელიც მათი დედის ენისთვის არის დამახასიათებელი, რაც ჯერ კიდევ მუცელში ესმით. ასე დაასკვნეს მეცნიერებმა. მაგალითად, ფრანგი ქალების შვილები ყველა წამოყვირებისას უმატებენ ხმას, გერმანელების – უკლებენ, სწორედ ასეთი ინტონაციური გადასვლებია შესაბამის ენებში.
2009 წელს შოტლანდიელ ფსიქოლოგთა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ედინბურგის ქუჩებში 240 საფულე “დაკარგა”, მფლობელის საკონტაქტო მონაცემებით. სულ საფულეების 42 პროცენტი დაბრუნდა, თუმცა დაბრუნების პროცენტი ვარირებდა იმის მიხედვით, თუ რა ფოტო იყო შიგნით. იმ საფულეების 88% დააბრუნეს, რომლებშიც ბავშვის ფოტო იყო, 53% – შინაური ცხოველის ფოტო, 48% – ოჯახური ფოტო, 28% – ხანდაზმული წყვილი, და მხოლოდ 15% დააბრუნეს იმ საფულეებისა, რომლებშიც საერთოდ არ იყო ფოტო.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები