სახალისო ისტორიები, რომლებიც მწერლებს გადახდათ თავს

0
109
#image_title

სახალისო ისტორიები

დანიელი მწერალი-მეზღაპრე ქრისტიან ანდერსენი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თავის ჩაცმულობას. მწერლის გაცვეთილ პლაშს და შლაპას მთელი კოპენჰაგენი იცნობდა.

ერთხელ, როცა ანდერსენი კოპენჰაგენის გაკრიალებულ ქუჩებში სეირნობდა, ერთმა გამვლელმა ჰკითხა:

– უკაცრავად, ამ საცოდავ საგანს თქვენს თავზე თქვენ შლაპას ეძახით?

ანდერსენი არ დაიბნა და მშვიდად შეუბრუნა კითხვა:

– როგორ, ამ საცოდავ საგანს, თქვენი შლაპა რომ ახურავს, თქვენ თავს უწოდებთ?

image

ერთხელ მარკ ტვენმა რედაქციაში ანონიმური წერილი მიიღო. წერილში ერთადერთი სიტყვა ეწერა: “ღორი”. მეორე დღეს მარკ ტვენმა საკუთარ გაზეთში პასუხი გამოაქვეყნა

 

– წესისამებრ, ხელმოწერილ წერილებს მიგზავნიან, გუშინ კი მივიღე ავტორის ხელმოწერა წერილის გარეშე.
image
ერთხელ, ბერნარდ შოუს ენამახვილობით გაცხარებული ერთი ქალბატონი მოურიდებლად მიეჭრა და უთხრა:
– თქვენ რომ ჩემი მეუღლე ყოფილიყავით, თავს ვერ შევიკავებდი და ჩაიში საწამლავს ჩაგიყრიდით!
– გარწმუნებთ, ქალბატონო, თქვენ რომ ყოფილიყავით ჩემი მეუღლე, იმ ჩაის აუცილებლად დავლევდი!–წყნარად უპასუხა მწერალმა.”
ბერნარდ შოუ აღნაგობით ძალიან გამხდარი იყო. ერთხელ, თავის ნაცნობს შეხვდა რომელიც ძალიან მსუქანი იყო.
– ბატონო შოუ, თქვენ რომ გიყურებთ მგონია, რომ ინგლისში შიმშილია – წაკბინა მსუქანა.
– თქვენი გარეგნობა კი მაფიქრებინებს, რომ ამაში დამნაშავე თქვენ ხართ. – უპასუხა დრამატურგმა.
ერთხელ, ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:
–სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
–დიახ, ჩემო დედოფალო.
–მეც? –გაიოცა დედოფალმა.
–თქვენც…–უპასუხა შოუმ.
–როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
–10 000 ფუნტი სტერლინგი! – ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.
–ნუთუ ასე იაფი?–გაიოცა დედოფალმა.
–აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით. – გაეღიმა შოუს.
– რამდენი შემოსავალი დაგაკმაყოფილებდათ, რომ თავი ბედნიერად გეგრძნოთ? – ჰკითხეს ბერნარდ შოუს.
– იმდენი, რამდენიცა მაქვს ჩემი მეზობლების აზრით, – უპასუხა ბერნარდმა.
image
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniPositive.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ