“სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია რომ მშობლების ახლობლები არიან.” – ფეისბუქ მომხმარებელი

0
71
#image_title

ფეისბუქ მომხმარებელი ნინო ყურაშვილი ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს:

“სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია რომ მშობლების ახლობლები არიან.

მშობლები გაგვაფრთხილეს და თქვენ გაფრთხილებთ, შვილებს გაესაუბრეთ. ბოლო სამ დღეში მეოთხე ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგე.

მანიაკი, მანიაკიო, მაგრამ ეს უფრო ორგანიზებულ ჯგუფს ჰგავს. არ ვიცი რა მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი შიშები და მოსაზრებები გვაქვს 90-იანებში გაზრდილებს. ვარაუდია, დარწმუნებით არაფერს ვამბობ.

მოკლედ, ბავშვებთან უფრო ყურადღებით იყავით. და ყვირილი ასწავლეთ. ყვირილი არაა სირცხვილი, როცა საჭიროა.”

 

READ  მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ