ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

0
15
#image_title

ადამიანები უძველესი დროიდან იყენებენ ქირომანტიას ადამიანის ბედის განსასაზღვრად. მაგრამ, იცოდით, რომ ბედის გამოცნობა ადამიანის სახის მიხედვით არანაკლებ პოპულარული იყო?

აღმოჩნდა, რომ თითოეულ კონტურს, ხაზს თუ ნაკვთს მნიშვნელობა აქვს. პატარა დეტალებშია დამალული თქვენი ბედი. წარმოგიდგენთ სქემას თუ როგორ წაიკითხოთ ადამიანის სახე.

სახის კითხვა

ამ უძველესი ხელოვნების სხვა სახელწოდებაა – ფიზიოგნომიკა. მეცნიერება სახის შესახებ ძველ ჩინეთში დაიბადა. მონდომებით ქმნიდნენ ტრაქტატებს ფიზიოგნომიკის შესახებ. ამჟამად დასავლური და აღმოსავლური ფიზიოგნამიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

ფიზიოგნომიკაში სახის ყველა ნაწილი: ფორმა, ფერი და კონტური განცალკევებით უნდა შევისწავლოთ. თვდაპირველად დავიწყოთ სახის ანატომიით. ის სამ ნაწილად იყოფა: ზედა, საშუალო და ქვედა. ზედა ნაწილი (შუბლი) ადამიანის ბავშობაზე და მშობლებთან ურთიერთობაზე მოგვითხრობს, მასზე წარსულის წაკითხვა შეგვიძლია. საშუალო (წარბებიდან ცხვირის ბოლომდე) აწმყოს გვკარნახობს, ხოლო ქვედა ადამიანის მომავალს.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

სახის ფორმა

მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახის ფორმა. ის სულ სამნაირია, მაგრამ მხოლოდ ერთ ტიპს არ უნდა მივაკუთვნოთ. ამ შემთხვევაში ხასიათის თვისებები შერეული იქნება.

ოვალური სახე

ადამიანები ოვალური სახით ინტელექტუალები და მეოცნებენი არიან. მათ ყოველთვის აქვთ იდეები და მიზნები, მაგრამ ხშირად ეცვლებათ. ხანდახან გულჩათხრობილები და მორცხვები არიან, რადგანაც შინაგან სამყაროზე ზრუნავენ. ასევე, ემოციურები და მგრძნობიარეები დეპრესიისკენ სწრაფვით. მსგავსი ადამიანები შემოქმედებით პროფესიებში კარგად რეალიზდებიან.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

მრგვალი სახე

ძალიან პრაქტიკული და მიზანდასახული ხალხია. მათ არ აშინებთ ცვლილებები, სწრაფად ადაპტირდებიან ნებისმიერ სიტუაციაში. იზიდავთ ფილოსოფია, სხვა ადამიანებთან დროის გატარება, სჭირდებათ მსმენელი. ისინი მხიარულები არიან, მაგრამ შეუძლიათ აგრესიულებად გარდაიქმნენ, თუ მიზეზი აღმოაჩნდათ.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

კვადრატული სახე

ძლიერი ადამიანები გადაწყვეტილების მიღების უნარით. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს საკუთარი ხერხებით. გიჟდებიან, როდესაც რაღაც ისე არ გამოდის, როგორც დაგეგმეს.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

შუბლი
  1. მაღალი და ფართო — ინტელექტულობის ნიშანი.
  2. დაბალი და ფართო – ადამიანი მომთმენი და გულმოდგინეა.
  3. მაღალი და ვიწრო — სწრაფი გონების ნიშანი, დიდი პოტენციალით.
  4. დაბალი და ვიწრო –  უნამუსო და მზაკვრული.
  5. თუ შუბლი დაფარულია ხალებითა თუ ლაქებით, რთულ ბავშვობაზე და მშობლებთან რთულ ურთიერთობაზე მეტყველებს.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

თვალები

ადამიანის თვალებში ჩახედვისას მასზე ბევრი რამის გაგება შეგვიძლია. ზომა, ფორმა, ფერი – ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ითვლება, რომ ადამიანი, ლამაზი და ეშხიანი თვალებით, ჯანმრთელობით და მკვირცხლი გონებითაა დაჯილდოვებული.

დიდი თვალები მეტყველებენ იმაზე, რომ ადამიანი მგრძნობიარე და შემოქმედებითია, პატარები კი შინაგან ძალას და პრაქტიკულ გონებას გამოხატავენ. ერთმანეთთან ახლოს მდებარე თვალები განვითარებულ ინტუიციაზე მეტყველებენ, ასევე ეჭვიან პიროვნებაზე. თუ დაშორება დიდია, მაშინ ადამიანი კომუნიკაბელურობით გამოირჩევა.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

ცხვირი

ფიზიოგნომიკის კონცეფციების მიხედვით, ცხვირი ადამიანის ცხოვრების სულიერ თავისებურებებს გამოხატავს, ისევე როგორც ინტელექტუალურ შესაძლებობებს.

  1. პატარა ცხვირი მოქნილ ტვინს და ფართო ხედვას აღნიშნავს. თუმცა, ხანდახან შეიძლება ნიშნავდეს, რომ ამ ადამიანთან შეწყობა რთულია.
  2. გრძელი ცხვირი ადამიანის პრაქტიკულ გონებაზე მიუთითებს, რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს განვითარებული.
  3. ბრტყელი ცხვირი ერთგულების, მოთმინების და სიმტკიცის აღმნიშვნელია. ესენი თავგანწირული კარიერისტები არიან.
  4. მრუდე, მოღუნული ცხვირი შემოქმედებით ადამიანზე მიგვითითებს, თუმცა ამავე დროს არასტაბილურ გონებასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომელიც საკუთარ მიზანს მუდამ ეძებს.
  5. მახვილი ცხვირი ძლიერი ინტუიციის ნიშანია.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

პირი
  1. დიდი — წარმატების და ხელგაშლილობის ნიშანია. ამ ადამიანებს ცხოვრება უყვართ და მისგან მაქსიმუმს იღებენ.
  2. პატარა – ადამიანის მგრძნობიარობასა და დამოუკიდებლობაზე მეტყველებს. ეს ადამიანები ჩუმები, მაგრამ ძალიან შრომისმოყვარეები არიან.
  3. თუ ზედა ტუჩი ქვედაზე სქელია, ადამიანი დიდი გულით და ცხოვრების მიმართ სიყვარულით გამოირჩევა. ამასთან, ეს ადამიანები დამოუკიდებლობისკენ და განქორწინებებისკენ ისწრაფვიან.
  4. თუ ზედა ტუჩი ქვედაზე თხელია, ადამიანი ცდილობს ყველა დააკმაყოფილოს და მუდამ ყველაფერზე ნერვიულობს.
  5. სწორი ტუჩები პრაქტიკულობას მიუთითებს. მაღლა მოღუნილი თაცდაჯერების ნაკლებობაზე, ხოლო ქვევით მოსიყვარულე ადამიანზე.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

ლოყები
  1. მაღალი ლოყები ჩაკეტილ ადამიანზე მიგვითითებს.
  2. ბრტყელი ამბობს იმას, რომ ადამიანი ნაზია, მაგრამ მორცხვი.
  3. დიდი ზომის ლოყები ცხოვრებით გახარებულ ადამიანებს აქვთ, დიდი გულით. ხშირად ეს ასპექტი იუმორის გრძნობაზეც მიუთითებს.
  4. ხალი/ლაქა ლოყაზე ან კუჭის პრობლემებზე მიუთითებს ან მოუხერხებლობაზე განთავისუფლდე ნეგატიური ემოციებისგან.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

ნიკაპი
  1. გამოკვეთილი ნიკაპი ლიდერულ თვისებებზე მიუთითებს.ა სეთ ადამიანს პასუხისმგებლობის აღება შეუძლია და სიმკაცრეც გამოსდის.
  2. რბილი ნიკაპი მოწესრიგებული მეოჯახისაა. ის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანია.
  3. დეფექტები ნიკაპზე ჰორმონალურ დისბალანსს ან თავდაჯერებულობის პრობლემებს აღნიშნავს.

ყველაფერი შუბლზე გაწერია! როგორ განვსაზღვროთ ადამიანის ბედი და ხასიათი მისი სახის მიხედვით

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ