შემოდგომით როგორ გავთავისუფლდეთ მელანქოლიური განწყობისგან

0
63
#image_title

შემოდგომით ყველას მელანქოლიური სევდანარევი განწყობა გიპყრობს. გთავაზობთ იდეებს როგორ გათავისუფლდეთ მისგან

შემოდგომით არა მხოლოდ ლამაზი პეიზაჟების, არამედ განწყობის ხშირი ცვლილების დროა. ბევრი ადამიანი გრძნობს მელანქოლიას და დეპრესიას.

5 რჩევა, თუ როგორ განთავისუფლდეთ დეპრესიისგან და გაიუმჯობესოთ განწყობა:

ფერებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ცნობიერზე. ამიტომ, შემოდგომაზე დროა იყიდოთ ნათელი შარფი, ახალი ჩანთა, ქურთუკი შემოდგომის ფერებით. ეს არამხოლოდ მოდურს გახდის თქვენს ლუქს, არამედ გაგახალისებთ. დაამატეთ ფერები თქვენი სახლის დეკორაციასაც – ყვავილების ნათელი თაიგული, ხილის დაფა “მზიანი” ფერებით (ფორთოხალი, ვაშლი, გრეიფრუტი).

არაფერი შეედრება შემოდგომის წვიმების შემდეგ მიწის სურნელს. შეეცადეთ უფრო ხშირად იაროთ გარეთ, განსაკუთრებით საჯარო ბაღებსა და პარკებში. ლანჩის შესვენების დროს გაისეირნეთ გარეთ, მოიწყვეთ აივანზე მოსასვენებელი კუთხე.

ფსიქოლოგები შემოდგომაზე დიეტის დაცვას არ გირჩევენ, რადგან „სიკეთეების“ შეზღუდვა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. იკვებეთ ნოყიერად და შეეცადეთ შეინარჩუნოთ სწორი კვება.

შემოდგომა ყავის, კაკაოს, კინოს, წიგნების, თბილი შეხვედრების დროა. შეკრიბეთ მეგობრები და წადით პიკნიკზე ან იპოვნეთ ახალი საინტერესო კაფე ქალაქში. შეგიძლიათ “ყავის ტურიც” გააკეთოთ ქალაქის სხვადასხვა ადგილას. მთავარია დადებითი ემოციების მიღება, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და თბილი ჩახუტება.

იზრუნეთ საკუთარ თავზე და დროის მართვაზე. დაე, თქვენი ყოველი წუთი იყოს დატვირთული, მაშინ ნამდვილად არ იქნება საკმარისი დრო მელანქოლიისთვის. გააკეთეთ ის, რასაც დიდი ხანია გადადებდით. დაწერეთ წიგნი, დარეგისტრირდით მანქანის მართვის ან ენის კურსზე, ან იარეთ სპორტდარბაზში.

იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ თქვენს მიღწევებს, შეინახეთ ცალკე, ლამაზი რვეული. შეაქეთ საკუთარი თავი დავალებების შესრულებისთვის და ეცადეთ არ გადადოთ ისინი „ხვალისთვის“.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniPositive.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ