ჩვენ ვიცით რომ შენ სესხი გაქვს, ეს 5 რჩევა სწორედ შენს დასახმარებლად დავწერეთ

0
16
#image_title

ჩვენ ვიცით რომ შენ სესხი გაქვს, ეს 5 რჩევა სწორედ შენს დასახმარებლად დავწერეთ

1. არ აყვეთ პანიკას

ეს ნაბიჯი შესაძლოა აშკარა იყოს, თუმცა ბევრს ავიწყდება რომ ვალების სიის გადახედვისას მთავარი მშვიდი ნერვების შენარჩუნებაა. ეს ვალდებულებაც კია, რადგან პანიკის შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილებების მიღება და სიტუაციის რეალურად შეფასება შეუძლებელია.

2. შეწყვიტეთ სესხება

სესხების გადახდა შეუძლებელია, თუ თქვენ ყოველდღე ახალ მიზეზს გამოძებნით კიდევ ერთი ვალის ასაღებად. იზრუნეთ ყოველდღიური ხარჯების შემცირებაზე იმ დონემდე, რომ თქვენი შემოსავალი მათ ეყოს და სესხის დამატება აღარ დაგჭირდეთ.

ჩვენ ვიცით რომ შენ სესხი გაქვს, ეს 5 რჩევა სწორედ შენს დასახმარებლად დავწერეთ

3. მიანიჭეთ ვალებს პრიორიტეტი

სესხების გადახდა მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგიერთი მათგანის გვერდით გაწევა ზოგჯერ უფრო მოხერხებულია. ჯერ უმჯობესია გადაიხადოთ თქვენი კომუნალური გადასახადები და ის ვალები, რომლებიც მეგობრებისგან აიღეთ. ასევე ასეთ სიტუაციაში უმჯობესი იქნება თუ არასაჭირო ინტერნეტ სერვისებს საშუალებას აღარ მისცემთ თქვენი საბანკო ბარათიდან თანხა ყოველთვიურად ჩამოაჭრან.

4. მოიძიეთ დამხმარე პროგრამები

არსებობენ ფინანსური ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც ამ სფეროში სწორედ სესხების სწორედ გადახდაზე არიან ფოკუსირებული. დიდი ვალების ქონის შემთხვევაში აუცილებელია სწორი ანალიზი და სიტუაციის ადეკვატური შეფასება, რაშიც მაგალითად ბუღალტერის თვალით დანახული სიტუაციის გააზრება მარტივად დაგეხმარებათ. თუმცა, ასევე უნდა უფრთხილდეთ ყალბი მოტივებით გამოწვდილ დახმარების ხელს. ფინანსურ სფეროში ყველაზე მეტი თაღლითური ორგანიზაცია მოღვაწეობს.

ჩვენ ვიცით რომ შენ სესხი გაქვს, ეს 5 რჩევა სწორედ შენს დასახმარებლად დავწერეთ

5. ფულის სხვა შემოსავლის წყაროები

თქვენ შეგიძლიათ ხელფასი რამდენიმე დღით ადრე მოითხოვოთ, ან დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მიმართოთ. უკიდურეს შემთხვევაში სესხის ასაღებად მეგობართან მისვლაც გამართლებულია. ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ თავი აარიდოთ ფინანსური სარგებლის მაძიებელ ორგანიზაციებთან დაკონტაქტებას. მათთან თანამშრომლობა სესხის აღებასთან ერთად, თქვენ კიდევ უფრო დიდი ვალების აღებას გაიძულებთ, რადგან პროცენტი არასდროსაა დადებითი.

სესხებისგან განთავისუფლების მთავარი ნაბიჯი იმის გააზრებაა, თუ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება სტაბილური შემოსავლის ქონის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ როგორ იცხოვრებთ ვალების გარეშე და დაისახეთ ის მიზნები, რასაც ამ ოცნებაში დაინახავთ. თქვენი სიცოცხლე იმსახურებს იმას, რომ ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში ბედნიერად გალიოთ და არ დაიტანჯოთ თავი გამუდმებული სტრესის ტალღებით, რომელსაც ახალი ვალები აჩენენ. სწორედ ეს მოტივაცია იქნება მთავარი ძალა სესხების ორმოდან ამოსასვლელად.

ბონუსი:

გააზიარეთ ეს სტატია. ამით თქვენ იმ ადამიანებს დაეხმარებით, ვისაც სესხები აქვთ. მათი რიცხვი კი ძალიან დიდია.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ