გთავაზობთ სახალისო და უცნაურ ფაქტს – ჩინური კულტურა და ყოველდღიური ჩვევები
ჩინური კულტურა და ჩინელი ხალხის ცხოვრების წესი რომ მნიშვნელოვნად განსხვავდება მთელი მსოფლიოსგან ცნობილი ფაქტია.
თურმე ჩინეთში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ჩინელი ქალები საკუთარ ქმრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილს უთმობენ.
ჩინეთში, თუ მოხვდებით და ადგილს ასაკოვან ქალბატონს ტრანსპორტში დაუთმობთ, თუკი ეს ქალბატონი მეუღლესთან ერთადაა აუცილებლად მეუღლეს დასვამს, თვითონ კი ფეხზე დგომას გააგრძელებს.
ამ ჩვევის რეალური მიზეზი შემდეგია: ჩინელი კაცების უმეტესობა დილით 5-6 საათზე იღვიძებს. ის წავა ბაზარში, ივაჭრებს და სახლში პროდუქტებს მოიტანს. შემდეგ ამ ყველაფერს დაახარისხებს და სახლს მიხედავს.
8-ზე კი, როდესაც მთელი ოჯახი იღვიძებს მამაკაცს საუზმე უკვე მზად აქვს. შემდეგ მიხედავს სახლს და როდესაც გარეთ გამოდის სახლიდან, უკვე გადაღლილია. ამიტომ ცოლი მას ტრანსპორტში ადგილს უთმობს, რადგან გადაღლილი კაცი ვერ შეძლებს სახლში დაბრუნებულმა კიდევ საქმეები გააკეთოს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები