ძაღლის მოტანილი წერილი
წერილი რომელიც ძაღლმა მოიტანა..
ერთხელ ჩემი სახლის ეზოში დაღლილი ძაღლი შემოვიდა. მშვენიერი საყელოც ეკეთა, კარგად ნაკვებიც ჩანდა და ბალანიც ჯანმრთელად უბზინავდა – ეტყობოდა, რომ სრულებითაც არ იყო უპატრონო და კარგადაც უვლიდნენ. ძაღლი მშვიდად მომიახლოვდა და მეც მოვეფერე – თავზე ხელი გადავუსვი და დრუნჩიც მოვუჩეჩე. სახლში შემომყვა, კარებთან დაგდებული სუფთა ფეხსაწმენდი კბილებით კუთხეში გაათრია, ზედ წამოწვა, კარგად მოკალათდა და დაიძინა.
…მეორე დღეს ისევ მოვიდა, ეზოშივე მომესალმა – ხელი გამილოკა – ისევ სახლში შემომყვა, იმავე ფეხსაწმენდზე წამოწვა და ისევ დაიძინა.
ასე გრძელდებოდა ორიოდე კვირა, ჩემი ინტერესი კი სულ უფრო იზრდებოდა, რადგან ძაღლი საჭმელს არ ეკარებოდა – როგორც ჩანს, სულაც არ მოდიოდა მშიერი – თუმცა ძილის გარეშე არცერთი დღე არ გამოუტოვებია.
….ბოლოს საყელოში წერილი ჩავუდე: „მინდა ვიცოდე, ვინაა ამ მშვენიერი ძაღლის პატრონი და იცის თუ არა მან, რომ ის ყოველდღე დადის ჩემთან დასაძინებლად“.
მეორე დღეს ძაღლი ჩვეულებრივად მოვიდა და საყელოში ჩემი წერილის პასუხი ედო: „ის ცხოვრობს სახლში, სადაც ექვსი ბავშვი იზრდება, რომელთაგან ორი ჯერ სამი წლისაც არაა. ასე, რომ ის უბრალოდ ცდილობს, სადმე გამოიძინოს. შეიძლება, ხვალ მეც მოვიდე?
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები