დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანმა იმშობიარა, გაუპატიურების ბრალდებით მოზარდის მამა დააკავეს – “რადიო თავისუფლება”

0
105
#image_title

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

გამოცემას შსს-ში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

READ  აუცილებლად დაიმახსოვრეთ ეს მარტივი რეცეპტები და დღეიდან უარს იტყვით წამლის მიღებაზე.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ