9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

0
15
#image_title
1. მარგალიტი

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

მარგალიტი ერთ–ერთი ყველაზე ელეგანტური სამკაულია, რომელიც ყველა ქალს უხდება. თუმცა მისი სპეციფიური დიზაინი ნაკლებად ჯდება თანამედროვე მოდის სტილში და მის მფლობელს უფრო ასაკოვან იერს სძენს.  ამიტომ კარგი იქნება თუ მათი გამოყენებისას ექსპერიმენტებს მიმართავთ და სხვადასხვა სამკაულს შეუხამებთ.

2. საათები

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

საათი თითქმის ყველაზე მოხერხებული აქსესუარია, რომელიც ამასთანავე შეიძლება ძალიან ელეგანტურიც იყოს. ისინი ქალის მაჯის გამოკვეთილ ვიზუალს უსვავენ ხაზს, რიც გამოც მოდის სპეციალისტები ერთ დეტალზე თანხმდებიან. ახლა მოდაში გამჭირვალე სამაჯურის მქონე საათია, ასევე გემოვნებიანად გამოგაჩენთ ისეთი აქსესუარი, რომელიც ხელზე რამდენიმე წრედ გეხვევათ. აარჩიეთ ნეიტრალური ფერების დიზაინის მქონე საათი, რათა ნებისმიერ სამოსს მოარგოთ.

3. აბრეშუმის შარფი

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

არ არის ადვილი აბრეშუმის შარფი მოიხდინოთ და თან ახალგაზრდა გამოჩნდეთ. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ კონკრეტულ აქსესუარს შეუძლია სხეულის კონკრეტულ ნაწილს უფრო მეტი ნათელი მოჰფინოს და გამოკვეთოს. შესაბამისად, კარგი იქნება თუ აბრეშუმის შარფს მკლავის, ჩანთის, თმის ან კისრის სილამაზის გამოსაკვეთად თუ გამოიყენებთ.

4. ცხოველების დიზაინის სამოსი

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

ვოგის მიხედვით, ცხოველის თემატიკა მოდაში ყოველთვის აქტუალურია. ასეთი დიზაინით გაფორმება თითქმის ყველაფერზეა მორგებული. მოდის ექსპერტების აზრით, ამ საკითხში მთავარია საჭირო ზღვარი არ გადავკვეთოთ. მაგალითად ვეფხვის ვიზუალის მქონე სამოსი ჯობს მხოლოდ მთლიანი ჩაცმულობის მხოლოდ ერთ დეტალს შეადგენდეს. იგი ასევე ზედმეტად მოტკეცილი სტილის არ უნდა იყოს.

5. კიმონო

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

ტექსტურითა და დიზაინით კიმონოები მოდის ყოველ ეტაპს თანმიმდევრულად მისდევს. ის ყოველთვის აქტუალური სამოსია სხვადასხვა ღონისძიებაზე ჩასაცმელად. კარგი იქნება თუ კლასიკურ ჯინსსა და მოტკეცილ მაიკას სწორედ ამ ორიგინალურ მოსაცმელს შეუხამებთ.

6. სათვალე

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

სათვალის ხმარება სტილისტურ აქსესორადაც შეიძლება და ფიზიკური საჭიროების შემთხვევაშიც. ორივე ვარიანტში მოდის ექსპერტები გვირჩევენ გამოვიყენოთ სქელი შავი ჩარჩო, ან ნახევრად გამჭირვალე პლასტმასის. ჩაატარეთ ექსპერიმენტები და შეარჩიეთ აქსესუარი თქვენი სახის სიგრძის მიხედვით.

7. კაცის სამოსი

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

კოკო შანელმა დაამტკიცა რომ მამაკაცის სტილის სამოსი ნებისმიერი მოდის გურუს გარდერობში შეიძლება იყოს. შეუხამეთ ერთმანეთს ფემინური და მამაკაცური სტილის სამოსი, დაურთეთ მკვეთრი დეტალები ამ ჩაცმულობას და ყველას თავს აუცილებლად მოაწონებთ. ასეთ ვიზუალს ყველაზე მეტად ღია ფერის ჩანთები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უხდება.

8. ასიმეტრიული სამოსი

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

ასეთი ტიპის სამოსს ნებისმიერი სხეულის ნაწილის პროპორციების შესვლა შეუძლია. თუკი თქვენ მსგავსი დიზაინის კაბის ჩაცმა გსურთ, შეარჩიეთ ღია ლურჯი ფერი, რათა ფეხები უფრო კარგი ფორმის გამოჩნდეს. ასევე, ასიმეტრიული ზედები ყელსაბამებს ეხამება საკმაოდ გემოვნებიანად.

9. მაღალი ქუსლები

9 რჩევა, რომლის დახმარებითაც თქვენი ჩაცმის სტილით ყველას მოხიბლავთ

მაღალი პლატფორმის მქონე ფეხსაცმელები უმრავლესობის აზრით ყოველთვის ელეგანტური არჩევანია. თუმცა კარგი იქნება თუ მათი ქუსლების სტილზე უფრო სერიოზულად დაფიქრდებით. წვრილი და გამოკვეთილი ფეხსაცმელის ფიგურა თქვენს ფეხებს სრულიად უფრო მკვეთრ და თანამედროვე იერს სძენს, ვიდრე ფართო ძირი. დაუჯერეთ ზემოთ მოცემულ ფოტოს და თქვენი სამოსი იდეალურ აქსესუარს მოარგეთ.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ