ქრისტეფორე მღდვლის ამბავი – სასწაული, რომელიც რწმენის ძალას მოგცემთ

ქრისტეფორე მღდვლის ამბავი – სასწაული, რომელიც რწმენის ძალას მოგცემთ
1 წუთიანი წაკითხვა

ქრისტეფორე მღვდლის ამბავი

მღვდელი ქრისტეფორე მიტილენეში ცხოვრობდა. იგი ყოველთვის ფეხით დადიოდა წმიდა ნიკოლოზის თაყვანსაცემად მირონ-ლუკიაში. ერთხელაც გზაზე იგი სხვა მლოცველებთან ერთად არაბებმა შეიპყრეს, ტყვედ წაიყვანეს და აიძულებდნენ სარწმუნოების გამოცვლას. ვერაფრით რომ ვერ გატეხეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. მიიყვანეს კიდეც თავის მოსაკვეთად.

ქრისტეფორეს ღრმად სწამდა, რომ განსაცდელში წმინდა ნიკოლოზი შეეწეოდა და გულმოდგინედ ევედრებოდა:

– შენ ხომ მსწრაფლ შეეწევი ყველას, წმიდაო ნიკოლოზ, მიხსენ მე ამ ბასრი ხმლისაგან, გადამარჩინე სიკვდილს!

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ამ ლოცვაში იყო, წმინდანი რომ წარსდგა მის წინ და უთხრა:

– არ შეშინდე, ქრისტეფორე! შენთან ვარ!

და როცა ქრისტეფორემ თავი დაუხარა ჯალათს, წმინდა ნიკოლოზმა, რომელსაც ვერავინ ხედავდა, ხმალი გამოსტაცა ხელიდან. ჯალათმა ეს ქრისტეფორეს ჯადოქრობად ჩათვალა და სხვა ხმალი მოიტანა, მაგრამ იგიც სადღაც გაქრა. მესამე ხმალიც რომ ასე გაუქრა, გაოცებულმა შეხედა ქრისტეფორეს.

– წმიდა ნიკოლოზი დგას აქ შენს გვერდით და ის გაცლის მას ხელიდანო. – უთხრა ქრისტეფორემ. მერე უამბო ჯალათს წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებასა და სასაწულებზე, ისიც გაუმხილა, სწორედ მას რომ შეავედრა თავი. მაშინ აღელვებულმა არაბმა ყველა სიკვდილმისჯილს ახსნა ბორკილი და ჩუმად გააპარა.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ქრისტეფორე მღდვლის ამბავი – სასწაული, რომელიც რწმენის ძალას მოგცემთ. 18 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/qristefore-mghdvlis-ambavi-sastsauli-romelits-rtsmenis-dzalas-mogtsemt/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ქრისტეფორე მღდვლის ამბავი – სასწაული, რომელიც რწმენის ძალას მოგცემთ [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/qristefore-mghdvlis-ambavi-sastsauli-romelits-rtsmenis-dzalas-mogtsemt/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network