„ორი მონადირე გამოდის ტყიდან და ერთი უეცრად ეცემა მიწაზე. აღარ სუნთქავს და თვალებიც შუშისა გაუხდა. მეორე მონადირე ტელეფონით რეკავს 911 ნომერზე და მღელვარებისაგან სუნთქვაშეკრული ჩასძახის ყურმილში: „ მეგობარი მომიკვდა, რა ვქნა?“ ოპერატორი პასუხობს: „დამშვიდდით, დაგეხმარებით. ოღონდ, დასაწყისისთვის მოდით, დავრწმუნდეთ, მართლა მკვდარია თუ არა?“ რამდენიმე ხნის მანძილზე ყურმილი დუმს, შემდეგ ისმის გასროლა. მონადირე ეკითხება დისპეტჩერს: „კი, ნამდვილად მკვდარია, ეხლა როგორ მოვიქცე?“
შოტლანდიელთა საუკეთესო ხუმრობა იყო:
„მე მსურს მოვკვდე მშვიდად და წყნარად, როგორც მოკვდა ჩემი ბაბუა და არა ისე ყვირილითა და ფორიაქით, როგორც მისი ავტობუსის მგზავრები“!
საუკეთესო ხუმრობა დიდ ბრიტანეთში ასეთი აღმოჩნდა:
„ორი სინდიოფალა ზის სკამზე. ერთი ეუბნება მეორეს დამცირებით: „მე დედაშენთან ვწოლილვარ“. დუმილი. ორივე სინდიოფალა დადარაჯებულია, რა მოხდება შემდეგ. პირველი ისევ იმეორებს: „მე ვწოლილვარ დედაშენთან!“ მეორე ბოლოს და ბოლოს გამოეპასუხება: „წადი, მამა, სახლში, შენ მთვრალი ხარ!“
საუკეთესო ხუმრობა აშშ–ში:
„ორი მამაკაცი თამაშობს გოლფს. უეცრად მათი სათამაშო მოედნის მიღმა ჩნდება სამგლოვიარო პროცესია. ერთი მოთამაშეთაგანი ხევდება დარტყმის მომენტში, იხდის კეპს, ხუჭავს თვალებს და თავს ხრის დაბლა. პარტნიორი ეუბნება: „ეს არის ყველაზე მგრძნობიარე ჟესტი, რომელიც ოდესმე მინახავს. თქვენ უთუოდ უკეთილშობილესი ადამიანი ბრძანდებით!“ პასუხად: „დიახ, ჩვენ ხომ 35 წლის ცოლ–ქმარი ვიყავით!“
საუკეთესო ხუმრობა ბელგიაში:
„რატომ აქვთ იხვებს აპკისებური თათები? იმისათვის, რომ ჩააქრონ ხანძარი. სპილოებს რატომ აქვთ ბრტყელი ფეხები? რათა გასრისონ ცეცხლმოკიდებული იხვები!“
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. (2026). მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე სასაცილო ხუმრობები. 17 მარტი, 2026. https://shenipositive.ge/სასაცილო-ხუმრობები/

