ექიმებს ფარმაკომპანიებისგან მიღებული თანხების გასაჯაროება დაევალებათ bm.ge

ექიმებს ფარმაკომპანიებისგან მიღებული თანხების გასაჯაროება დაევალებათ bm.ge
2 წუთიანი წაკითხვა
საქართველო ახალ ეტაპს იწყებს ჯანდაცვაში - ექიმებისა და ფარმაკომპანიების გამჭვირვალე ურთიერთობები. Sunshine Act-ის დანერგვა რევოლუციურ ცვლილებებს მოიტანს.

ექიმებს ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული ფინანსური რესურსის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება ექნებათ. ამას ე.წ sunshine Act გულისხმობს, რომელსაც საქართველო სავარაუდოდ წელსვე მიუერთდება. ასეთი სურვილი აქვს ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს. bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ მინისტრი ამბობს, რომ გეგმავდნენ ეს პროექტი ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირ შესყიდვასთან ერთად დაწყებულიყო, რაც ვერ განხორციელდა.

„თქვენ გულისხმობთ sunshine Act-ს, რომელიც ათეულობით წლის წინ დაიწყო ჯერ კიდევ ამერიკაში, რადგან ფარმაცევტული მიმართულება საკმაოდ რთული მიმართულებაა და რთულია მათ შრის თორის მონიტორინგი. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დანერგეს ამერიკაში, შემდეგ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში. ამ პრაქტიკის საფუძველზე ჩვენ გვინდა, რომ ეს პრაქტიკა საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი ამ ბიზნესთან დაკავშირებული იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ექიმების მხრიდან, ეს ემსახურება ნდობასაც. რასაც ვცდილობთ, რომ პაციენტს და ექიმს შორის არსებობდეს ჩვენს ქვეყანაში.

ეს პროექტი მინდოდა ონკოლოგიურ მედიკამენტების პირდაპირ შესყიდვასთან ერთად დაგვეწყო, რადგან სამწუხაროდ, ბევრი კითხვებია ონკოლოგიური მედიკამენტების დანიშვნასა და მკურნალობასთან დაკავშირებითაც. სამწუხაროდ, რადგან მკურნალობის ძალიან ძველი გაიდლაინები გვქონდა ან საერთოდ არ გვქონდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის. პირდაპირ საერთაშორისო გაიდლაინებს გვინდა მიებას, რომ არ იყოს კითხვა რატომ დანიშნა და რომელი მედიკამენტი ექიმმა, ბევრი დანიშნა, თუ ცოტა დანიშნა. ამით ექიმებსაც რეპუტაციულად ვეხმარებით, რომ მეტი ნდობა იყოს პაციენტების მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან იყოს მეტი კონტროლი, რათა დანაკარგები, „ქეშბექები“ ნაკლებად იყოს, ან საერთოდ არ იყოს,”- განაცხადა მინისტრმა.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ცნობისთვის, ამერიკაში Sunshine Act (Physician Payments Sunshine Act) ავალდებულებს ფარმაცევტულ ფირმებს მოახსენონ ექიმებისათვის ყველა მათი ტრანსფერის შესახებ. თავად ექიმებს კი, ვალდებულება აქვთ აცნობონ შესაბამის უწყებებს ყველა მიღებული თანხის, თუ “გულუხვი” საჩუქრის შესახებ.

კანონი აშშ-მ 2010 წელს მიიღო, რომლის მიზანიც ჯანდაცვის სფეროში ფინანსური ურთიერთობების გამჭვირვალობის გაზრდა იყო.

წყარო: https://bm.ge/

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). ექიმებს ფარმაკომპანიებისგან მიღებული თანხების გასაჯაროება დაევალებათ bm.ge. 5 ოქტომბერი, 2025. https://shenipositive.ge/ექიმებს-ფარმაკომპანიები/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. ექიმებს ფარმაკომპანიებისგან მიღებული თანხების გასაჯაროება დაევალებათ bm.ge [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 21]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network