თვენახევარში ამ ქერა ლამაზმანმა 20 კილო დაიკლო. აი, მისი დიეტა

თვენახევარში ამ ქერა ლამაზმანმა 20 კილო დაიკლო. აი, მისი დიეტა
2 წუთიანი წაკითხვა

მთავარი როლისთვის ფილმში “მე ვხდები” მან 20 კგ მოიმატა, გადაღებების შემდეგ, 1.5 თვეში კი ამდენივე დაიკლო! ასეთი თვითშეწირვისთვის ჟრნალმა Glamour-მა ალექსანდრა ბორტიჩს “წლის ქალბატონის” წოდება მიანიჭა.

ფილმი გვიყვება გოგონაზე, რომელსაც პიცა და ტკბილეული ძალიან უყვარდა. მისი შეჩერება ვერც ფორმის ცვლილებამ და ვერც მეგობრების ლაპარაკმა შეძლო. მხოლოდ შეყვარებულთან დაშორებისას გადაწყვეტს, რომ ჩვეული ფორმები დაიბრუნოს. ანა ბევრ სირთულეს ხვდება, მაგრამ უმკლავდება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

ალექსანდრას გახდომა

კონტრაქტის მიხედვით, ალექსანდრას წონა უნდა მოემატებინა და გადაღებების განმავლობაში დაეკლო. ფილმის ავტორებს სურდათ, რომ მისი სხეულის ტრანსფორმაცია ფილმის შინაარსთან ანალოგიური ყოფილიყო. მსახიობმა ტიტანურ ძალისხმევას მიმართა რათა მოემატებინა და შემდეგ დაეკლო. ამ მიზნებისთვის 20 კგ მარტივი საქმე არაა.

ალექსანდრა ბავშვობიდან იყო მიდრეკილი ზედმეტი წონისკენ. თინეიჯერობაში 168 სმ სიმაღლის გოგონა 75 კგ-ს იწონიდა. მსახიობის თქმით, მას შემდეგ, რაც წინდაუხედავად კვებას იწყებს, იმატებს. ამიტომაც, მომატება გაუადვილდა.

დაკლება გაცილებით რთული იყო. “დედაჩემი დამცინოდა, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ ჯარიმის გადახდას ისევ გახდომა მერჩივნა! ამისთვის თვენახევარი მქონდა.”

ალექსანდრა ბორტიჩის კვების პრინციპები
  • განაწილებული კვება: მიირთვით ცოტა, მაგრამ ხშირად. იდეალურ ვარიანტში 2.5-3 სთ-ში ერთხელ. ასე ნორმაში მოიყვანთ გლუკოზის დონეს და დაიკმაყოფილებთ შიმშილს.
  • უკანასკნელად საკვები მიიღეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე.
  • მიირთვით ერთსა და იმავე დროს. მკაცრი რეჟიმი წარმატებული გახდომის წინაპირობაა.
  • სისხლი რომ უფრო სწრაფად გასუფთავდეს, დალიეთ დღეში 2 ლ წყალი. ჩაი, ყავა, სუპი არ ითვლება.
  • დღის მანძილზე რაციონის მაქსიმალური კალორიულობაა 1500კკ. თუ დამატებით ფიზიკურადაც დაიტვირთებით. ნაკლებად აქტიურ ცხოვრების წესში 1200.
  • უარი თქვით ძეხვეულზე, კონსერვებზე, ნახევარფაბრიკატებზე, შემწვარზე და აშ. აკრძალულია ტკბილეული, ალკოჰოლი, ღორის ხორცი, რძის პროდუქტები….
  • რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს: ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი. არაფერი გამორიცხოთ, ნივთიერებათა ცვლა რომ არ დაირღვეს.

ამბობდნენ, რომ მან ქირურგიული ჩარევა გამოიყენა და გასახდომ აბებს სვამდა, მაგრამ ალექსანდრა გვარწმუნებს: “ყველას ჰგონია, რომ მაგია გამოვიყენე. სინამდვილეში ყველაფერი შესაძლებელია. გადავედი სწორ კვებაზე, ვვარჯიშობდი კვირაში 6 დღე, დავდიოდი მასაჟებზე… დღემდე ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას.”

ფილმის შესახებ კი ამბობს: “ეს სურათი საკუთარი თავის გაგებას გვასწავლის. გარშემო ადამიანები სტანდარტებს ქმნიან, მათზე ყურადღება არ უნდა გავამახვილოთ და სხვისი წარმოდგენებით ორიენტაცია არ მოვახდინოთ.

უნდა გიყვარდეთ საკუთარი თავი. იცხოვრეთ იმ წონით, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობთ. თუ ჯანმრთელობის საკითხი არ დგას, არაფერი გაქვთ შესაზღუდი.”

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). თვენახევარში ამ ქერა ლამაზმანმა 20 კილო დაიკლო. აი, მისი დიეტა. 23 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/თვენახევარში-ამ-ქერა-ლამ/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. თვენახევარში ამ ქერა ლამაზმანმა 20 კილო დაიკლო. აი, მისი დიეტა [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%9b/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network