მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

0
13
#image_title

ვერძი
თვის პირველ და მეორე ნახევარშიც ვერძები ენერგიით, აქტიურობით და საკუთარ ძალებში თავდაჯერებით აივსებიან. საბოლოოდ გამოხვალთ კომფორტის ზონიდან, რომელიც საკუთარ თავს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეუქმენით.ეს დაგეხმარებათ გონივრულად იმოქმედოთ, არა ძალიან სწრაფად, როგორც ხართ მიჩვეული და შედეგსაც მიაღწევთ. ეს ეხებათ განსაკუთრებით მათ, ვინც 30 მარტიდან 20 აპრილამდეა დაბადებული.

კურო
მარტის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებს წარმატებას სასიყვარულო სფეროში პირდება. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა, შესაძლოა მეგობრობა გადაიზარდოს დიყვარულში. თვის დასაწყისი საკმაოდ ჰარმონიული იქნება, 10 რიცხვის შემდეგ კი პარტნიორთან ყურადღება გაამახვილეთ საკუთარ ქცევებზე, შესაძლოა ცოტა აგრესიული იყოთ.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

ტყუპები
ტყუპები ამ თვეში ძალიან გაფანტულები იქნებიან. მათ შესაძლოა აერიოთ ინფორმაციები, მნიშვნელოვანი თარიღები, ციფრები. მარტში სჯობს საკუთარ ინტუიციას უსმინოთ, ის უფრო ეფექტური იქნება ვიდრე ლოგიკა. ისინი, ვინც 9-დან 15 ივნისამდე დაიბადნენ, თვითდამკვიდრება მოუწევთ, იმის გაანალიზება თუ ვინაა მღავარი. შესაძლოა ამან სამსახურში ურთიერთობები გაგიფუჭოთ.

კირჩხიბი
კირჩხიბებისთვის თვის თემაა პარტნიორული ურთიერთობები. თვის დასაწყისში მიდრეკილები იქნებიან ემოციური არასტაბილურობისკენ: გაზრდილი მგრძნობიარობა, ყველაფრის საკუთარ თავზე მიღება. ეს მდგომარეობა განსაკუთრებით 17-დან 20 ივლისამდე დაბადებულებს ეხებათ. თუ ემოციებს არ აყვებით ყველა საკითხს გადაწყვეტთ და პარტნიორებთან მოლაპარაკებებსაც მიაღწევთ.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

ლომი
მარტში ლომები ღრუბლებში ფრენისკენ იქნებიან მიდრეკილნი. არაა რეკომენდირებული დაკავდეთ მნიშვნელოვანი საქმეებით. შემოქმედება კი სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ. გამოიყენეთ ფანტაზია და ინტუიცია, მაგრამ შორს არ გაფრინდეთ. თვის ბოლოს ყველაფერი საკუთარ თავში შეინახეთ, რათა რეპუტაცია არ დაიზიანოთ.

ქალწული
ქალწულები გაკეთებულის გადაკეთებით დაკავდებიან. ყველა შეცდომას მარტივად დაინახავენ, მაგრამ მათ გამოსწორებას საგულდაგულო მუშაობა სჭირდება. თუ საქმეს დინებას მიანდობთ, შემდეგ ყველაფრის გადაკეთება მოგიწევთ.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

სასწორი
თვის ბოლოს საქმეებში პაუზის აღებაა მოსალოდნელი. ამის გამო საკუთარ თავში თავდაჯერების ნაკლებობას შენიშნავთ, მაგრამ ამაზე ჩაციკვლა არ ღირს. უკეთესი იქნება გადადოთ ისინი და სახლით დაკავდეთ. გააკეთეთ მცირე რემონტი, იყიდეთ ახალი სკამი ან უბრალოდ შეუცვალეთ ადგილი ავეჯს. ეს სიამოვნებას და სასაიამოვნო გარდატეხას მოგანიჭებთ.

მორიელი
თქვენგან ძლიერი ენერგია მოედინება, შეგიძლიათ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ. ძალების მოზღვავებას განსაკუთრებით თვის დასაწყისში იგრძნობთ, ისარგებლეთ ამ დროით. რომ არ გადაიწვათ, მოსადუნებელ პრაქტიკებს მიმართეთ.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

მშვილდოსანი
მათ ჩვეულზე მეტად ენდომებათ ასწავლონ სხვებს. ამ თვეში განსაკუთრებით გამოავლენთ ხელმძღვანელობისადმი სწრაფვას და დაამტკიცებთ ვინაა მთავარი. საკუთარი აზრი შეინახეთ, რათა გარშემომყოფებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ. ასევე, დაარეგულირეთ კვება.

თხისრქა
თხისრქებისთვის მარტი კარგი თვე იქნება, რათა შინაგანი სამყაროთი დაკავდნენ. გაერკვიეთ საკუთარ თავში, გაიგეთ რა გსურთ, საით მიდიხართ და ვინ ხართ სინამდვილეში. ეს თვითგაანალიზების პერიოდი თქვენს ეფექტურობას აამაღლებს და წინსვლის საშუალებას მოგცემთ.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

მერწყული
მერწყულებისთვის მარტი რომანტიკის თვე იქნება. შეგიყვარდებათ, მაგრამ ამაზე ილუზიებს ნუ ააგებთ. თუ ურთიერთობაში ხართ, მაშინ გაქვთ შანსი ის გააძლიეროთ. შესაძლებელია ახალი სიყვარული, რომელიც დიდხანს გასტანს.

თევზები
მარტში დაბადებული თევზები ვარდისფერ სათვალეს გაიკეთებენ. ღრუბლებში დაფრინავთ და რეალობაში დაბრუნება არც ისე მარტივია. იმისთვის, რომ არ გაფრინდეთ, დაკავდით შემოქმედებით, აღმოაჩინეთ სამყარო. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თვის ბოლო. წარმატება თქვენს მხარესაა.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი: ასტროლოგი აქსანა პაშინსკა ამბობს, რომ გაზაფხულის პირველი თვე ყველას კარგს ჰპირდება.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ