მკაცრი მშობლები — ბავშვის მომავალი წარმატების წინაპირობაა! ამიტომაც სინაზე კატისთვის დაიტოვეთ

მკაცრი მშობლები — ბავშვის მომავალი წარმატების წინაპირობაა! ამიტომაც სინაზე კატისთვის დაიტოვეთ
3 წუთიანი წაკითხვა

ჩვენს დროში ხშირად თვლიან, რომ მშობლებმა არასწორად აღზარდეს. ადამიანთა უმეტესობა ტრავმირებული, დაკომპლექსებული და უმოტივაციოა.  ეს კი იმის ბრალია, რომ მკაცრი აღზრდა არ იყო გაიგივებული ბედნიერებასა და დამოუკიდებლობასთან. ფსიქოლოგები ახალგაზრდა მშობლებს ყოველთვის ურჩევენ ბავშვს მეტი თავისუფლება მისცენ.

დაკვირვება კი საპირისპიროს აჩვენებს. ერიკა რასონმა, ესექსის უნივერსიტეტის პროფესორმა კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ მკაცრ და მომთხოვნ მშობლებს წარმატებული შვილები ეზრდებათ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

მკაცრი აღზრდა

თავიდანვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სიმკაცრეს არაფერი აქვს საერთო ფიზიკურ ძალადობასთან. ამ შემთხვევაში მოაზრებულია მოთხოვნები და შეზღუდვები, მაგრამ არა ქამარი. კვლევა, რომლის ფარგლებშიც 13-14 წლის 15 000 ბავშვი გამოკითხეს, აჩვენა, რომ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც ძალიან მკაცრები იყვნენ, უფრო მეტად თავდაჯერებულები და შეუპოვრები ხდებოდნენ.

ბავშვები, რომლებსაც უდრეკი და აბეზარი დედები ჰყავდათ, კოლეჯს ასრულებდნენ და კარგ სამსახურს შოულობდნენ. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მომთხოვნი და მკაცრი დედების შვილები წარმატებულები ხდებოდნენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გოგონებში, რომლებიც მკაცრად იზრდებოდნენ, ადრეულ ასაკში დაორსულების შანსი 4%-ით მცირე იყო.

“ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვაღწევთ წარმატებას იმის კეთებით, რასაც უფრო მოხერხებულად მივიჩნევთ ჩენთვის, მაშiნაც კი თუ ეს მშობლების სურვილს ეწინააღმდეგება. მაგრამ, რაც არ უნდა ვეცადოთ გავექცეთ ჩვენს მშობლებს, ნებისმიერი მათი რეკომენდაცია ჩვენ გადაწყვეტილებაზე გავლენას ახდენს. უბრალოდ ვთვლით, რომ თავად ვწყვიტავთ.” – ამბობს რასონი.


რომ გადავხედოთ მაგალითებს ჩვენი ცხოვრებიდან, შევნიშნავთ, რომ კვლევები სწორია. მაგალითად, როცა მშობლები გვიშლიდნენ ურთიერთობა გვქონოდა რომელიმე მეზობელთან ან კლასელთან. ისინი გვიხსნიდნენ კიდეც ამის ზუსტ მიზეზს.

ბუნებრივია, თქვენ არ უჯერებდით და მაინც გქონდათ კონტაქტი მათთან. საბოლოოდ თქვენი ურთიერთობა შეწყდა, რადგანაც მოგვიანებით მშობლების სიმართლეში დარწმუნდით. შედეგი: მოზრდილ ასაკში უკვე ავტომატურად უშვებ ზედმეტ ადამიანებს შენი ცხოვრებიდან.

ან, სანამ თქვენი მეგობრები 13-16 წლის ასაკში კლუბებში დარბოდნენ და ბიჭებს კოცნიდნენ, თქვენ დავალებების მომზადებას, ფორტეპიანოზე დაკვრას გაძალებდნენ და კომენდანტის საათს გიყენებდნენ. საბოლოოდ კი ამ მეგობრებმა ვერაფერს მიაღწიეს, თავად კი კარგი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდით, სათანადო მამაკაცი გაიცანით და სსარგებლო კონტაქტები დაამყარეთ. მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო.

ცნობილია, რომ ბავშვებს, რომლებსაც მკაცრად ზრდიან, პასუხისმგებლობის შესაშური გრძნობა აქვთ. ისინი ყოველთვის წესრიგს ამყარებენ, არ აქვთ ვალები, დროულად სტუმრობენ ექიმს და ბევრ ისეთ საქმეს აკეთებენ, რომლებზეც სხვები ნერვიულობენ.

აკონტროლეთ შვილის ცხოვრება. ეს არ ნიშნავს მისი თავისუფლების შეზღუდვას, ნებისმიერი რამის აკრძალვისას აუხსენით მიზეზი. რა თქმა უნდა, ის შეგეწინააღმდეგებათ, მაგრამ მას შემდეგ რაც გარდატეხის ასაკს გაივლის მიხვდება, რომ სწორ პრიორიტეტებს უსახავდით.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). მკაცრი მშობლები — ბავშვის მომავალი წარმატების წინაპირობაა! ამიტომაც სინაზე კატისთვის დაიტოვეთ. 7 მაისი, 2026. https://shenipositive.ge/მკაცრი-მშობლები-ბავშვი/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. მკაცრი მშობლები — ბავშვის მომავალი წარმატების წინაპირობაა! ამიტომაც სინაზე კატისთვის დაიტოვეთ [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 23]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network