უსინათლო ძაღლს გიდონას პატარა მეგობარი უწევს -უჩვეულო ამბავი
უსინათლო ძაღლს უსაყვარლესი ლეკვი ეხმარება და უწევს გიდობას, ძალიან საყვარელი ამბავი მეგობრობასა და დახმარებაზე. უსაყვარლესმა პატარა ლეკვმა უფროსი მეგობრის გიდობა თავის თავზე აიღო და დავალებას თავს არაჩვეულებრივად ართმევს.
11 წლის ოქროსფერმა რეტრივერმა ტაომ მხედველობა ერთი წლის წინ დაკარგა. ტაოს პატრონმა ბევრი იფიქრა, თუ როგორ შეემსუბუქებინა ერთგული მეგობრის ცხოვრება და ბოლოს დამხმარე ლეკვის მოყვანა გადაწყვიტა.
ოკო მხოლოდ 8 თვის იყო, როდესაც ტაოს მოუყვანეს და ეს ორი მალევე დამეგობრდა.
ძაღლების პატრონმა გაავრცელა ძალიან ემოციური ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ატარებს დროს ორი მეგობარი, ისინი დასეირნობენ, ერთად თამაშობენ და მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. ოკო უკვე 16 კვირისაა და ტაოს გიდობას თავს მშვენივრად ართმევს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები