საბავშვო ბაღის აღმზრდელი ეხმარება პატარა ბიჭუნას

გიორგი გოცირიძე
1 წუთიანი წაკითხვა

საბავშვო ბაღის აღმზრდელი ეხმარება პატარა ბიჭუნას ფეხსაცმლის ჩაცმაში – ძალიან სახალისო ისტორია

აღმზრდელი ეხმარება პატარა აღსაზრდელს ფეხსაცმლის ჩაცმაში, დახმარება პატარამ თავად სთხოვა – საქმე მართლაც რთული იყო: ყელიანი “ბათინკები” ეცვა, ფეხი გაიჭედა და ვეღარც წინ მიდიოდა, ვეღარც უკან…

როცა აღმზრდელმა, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა მეორე ბათინკიც ჩააცვა და შუბლზე ოფლი მოიწმინდა, პატარამ ისეთი რამ უთხრა, საწყალმა ქალმა ცრემლები ძლივს შეიკავა

– არასწორად მაცვია!..

არადა მართალი იყო – მარჯვენა ფეხსაცმელი მარცხენაზე იყო ჩაცმული, მარცხენა კი – მარჯვენაზე…

- რეკლამა -
Ad imageAd image

“ბათინკების” გახდა ჩაცმაზე უარესი იყო… აღმზრდელი თავს ძლივეს იკავებდა, როცა მარჯვენა ფეხსაცმელს ახლა უკვე მარჯვენა ფეხზე აცმევდა. და უცბად ბიჭუნა აცხადებს:

– ეს ჩემი “ბათინკები” არ არის!

აღმზრდელმა სიმწრისგან ენაზე იკბინა, რათა ბავშვისთვის არ ეყვირა: “ადრე რატომ არ მითხარი?!” და ისევ შეუდგა, ძლივძლივობით, საშინელი ფეხსაცმელების გახდას. ბოლოს, როცა როგორც იქნა დაასრულა, ბავშვმა თქვა:

– ჩემი ძმის ბათინკებია. დაუპატარავდა და დედიკომ მე ჩამაცვა.

აღმზრდელს უკვე ვეღარ გაეგო ეცინა თუ ეტირა. უკანასკნელი ძალა და ნებისყოფა მოიკრიბა, ტანჯვა-წვალებით ისევ ჩააცვა ფეხსაცმელი და შეეკითხა:

- რეკლამა -
Ad imageAd image

– შენი ხელთათმანები სადღაა?

– ბათინკებში ჩავტენე…”

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). საბავშვო ბაღის აღმზრდელი ეხმარება პატარა ბიჭუნას. 5 მაისი, 2026. https://shenipositive.ge/აღმზრდელი/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება