სახალისო ფრაზები ქართული კომედიური ფილმებიდან

0
261
#image_title

ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი – სახალისო ფრაზები…

“ცის­ფე­რი მთე­ბი, ანუ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი” – ქარ­თუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი (რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლა­ია) კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე 1984 წელს გა­მო­ვი­და. გა­და­ღე­ბუ­ლია რეზო ჭე­იშ­ვი­ლის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვით.

ახალ­გაზ­რდა მწე­რალს რე­დაქ­ცი­ა­ში მო­თხრო­ბა მი­აქვს, მისი გან­ხილ­ვის მო­ლო­დინ­ში გა­დის შე­მოდ­გო­მა, ზამ­თა­რი, გა­ზა­ფხუ­ლი, მო­თხრო­ბას არა თუ ვინ­მე კი­თხუ­ლობს, მისი ყვე­ლა ეგ­ზემპლა­რი უკ­ვა­ლოდ ქრე­ბა. იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა თა­ვის საქ­მით არის გარ­თუ­ლი, – დი­რექ­ტო­რი გა­დარ­ბე­ნა­ზეა – თათ­ბი­რი­დან ბან­კეტ­ზე, ბან­კი­დან შეხ­ვედ­რა­ზე, შეხ­ვედ­რი­დან ბან­კეტ­ზე და ასე და­უს­რუ­ლებ­ლად, რე­დაქ­ტო­რე­ბი­დან ზოგი ფრან­გულს სწავ­ლობს, ზოგი კერ­ვას, ზოგი სა­უზ­მეს ამ­ზა­დებს, ვი­ღაც შვე­ბუ­ლე­ბა­შია თუ მივ­ლი­ნე­ბა­ში, ლიტ­მუ­შა­კე­ბი ჭად­რაკს თა­მა­შო­ბენ, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ხელ­ნა­წერს კი­თხუ­ლობს, მღე­ბა­ვია, რო­მელ­საც ხე­ლი­დან აც­ლი­ან ხელ­ნა­წე­რის ფურ­ცლებს… “რად უნდა ეს ორი სა­თა­უ­რი”, “გავ­დი­ვარ და უწყი­სე­ბი გზა­ში და­მა­წი­ეთ”, “ყუ­ფა­რა­ძემ და­რე­კა”, “გა­ი­ტა­ნეთ ეს სუ­რა­თი, გა-ი-ტა-ნეთ”, “ბო­დი­ში, ეს ბზა­რი იყო?” “არაფ­რის არ მე­ში­ნია, არაფ­რის, მე ტან­კის­ტი ვი­ყა­ვი, ომამ­დე”, “დე­ფი­ცი­ტში გარ­ღვე­ვა გვაქვს”, “და­ა­ნე­ბე ჩემს ცოლს თავი”, “სი­გა­რე­ტი არ გაქ­ვენ?”, “ა, კიდო შე­მაქ­ნა”, “გივი ჩვენ ვართ გივი”, “შა­ბი­ამ­ნის ახა­ლი პარ­ტია მო­ი­ტა­ნეს, არ გვჭირ­დე­ბა, მაგ­რამ მა­ინც მო­აქვთ” და ა.შ.

 

READ  ხავერდოვანი კანი ტონალური კრემის და პუდრის გარეშე! დაასველეთ მარცვლეული ონკანის ქვეშ და უბრალოდ დაიბანეთ სახე, სჯობია ძვირადღირებულ ტონიკებს და მიცელარულ წყალს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ