ათეთრებს, ამშვიდებს, წმენდს, არბილებს… უნივერსალური სკრაბი ყველა ტიპის კანისთვის!

SheniPositive.ge
ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

ამ ნაზი სკრაბის მეშვეობით, რომელიც სახის კანს ათეთრებს და ანათებს, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და კანის მკვდარ უჯრედებსაც მოიშორებთ. შვრია კანს ამშვიდებს, არბილებს და წმენდს. სუსტი ქმედების გამო ის შესანიშნავია მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის. თაფლი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენება დამატენიანებლად, რომელიც არბილებს, პოხავს, ამშვიდებს და იცავს კანს.

ინგრედიენტები

თაფლი

თაფლი-ის სურათის შედეგი

მკვებავი და დამატენიანებელი თაფლი დაღლილ სახის კანს ჯანსაღ ფერს სძენს.

გლიცერინი

დაკავშირებული სურათი

უსუნო გლიცერინი მისი დამატენიანებელი თვისებების გამო გამოიყენება.

შვრია

შვრია-ის სურათის შედეგი

დამამშვიდებელი, მკვებავი და დამარბილებელი შვრია ნაზი ამქერცლავია.

ფორთოხლის ეთერზეთი

დაკავშირებული სურათი

ამ ზეთს აღმდგენი თვისებები აქვს და შველის გამომშრალ, გაღიზიანებულ და აკნესკენ მიდრეკილ კანს.

50 გრამის დასამზადებლად საჭიროა

ინგრედიენტები:

1 ს/კ. მსხვილფანტელიანი შვრია

2 ს/კ. გლიცერინი

1 ჩ/კ. თაფლი

4 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი

მომზადება

  1. სანაყის ან ხელის ბლენდერის მეშვეობით შვრია ისე დაფქვით, რომ წმინდა ფქვილისებრი მასა მიიღოთ.
  2. 2. გადაიტანეთ შვრია თასში და შეურიეთ დარჩენილი ინგრედიენტები. გადაიტანეთ სტერილურ ქილაში, თავზე მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შედგით. შენახვის ვადა 3 თვეა.

როგორ გამოვიყენოთ?

გაწმენდილ კანზე ნაზად წაისვით სკრაბი, მოერიდეთ თვალის ნაზ მიდამოებს. 5 წუთიანი მასაჟის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით და სუფთა პირსახოცის ნაზი დადებით გაიმშრალეთ.

📌 ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. ათეთრებს, ამშვიდებს, წმენდს, არბილებს… უნივერსალური სკრაბი ყველა ტიპის კანისთვის! [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 26]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%90%e1%83%97%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a1-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c-2/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

☀️ © 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network