გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ

0
121
#image_title

საკუთარ თავთან ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

თქვენ თავთან ჩახუტება კარგი თერაპიული ეფექტის მომტანია, განსაკუთრებით მაშინ თუ ირგვლივ არავინ გყავთ ისეთი, ვინც ჩაგეხუტებათ. ეს კომფორტის, დამშვიდებისა და გამხნევების ემოციებს იწვევს.

ნელი ცეკვის ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს ჩახუტების კლასიკური სახეობაა და როგორც წესი ცეკვის დროს ხდება. ერთი პატრნიორის ხელები მეორის კისერზეა შემოხვეული, ხოლო მეორეს მის წელზე აქვს ხელები შემოხვეული. ამით ის გამოიხატება, რომ რომანტიკის ნოტებითაა სავსე ჰაერი და ამ დროს პარტნიორებს ერთმანეთთან მტკიცე მზერის კონტაქტიც აქვთ. ისინი უღიმიან ერთმანეთს და სასიამოვნო დიალოგიც შეიძლება ჰქონდეთ.

არათანაბარი სიმაღლის ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს ჩახუტება როგორც წესი ორ შეყვარებულ ადამიანს შორის ხდება. სიმაღლეში განსხვავების გამო, ერთმ მათგანს უწევს საკმაოდ შესამჩნევად მოიხაროს, ხოლო დაბალ პარტნიორს სჭირდება რომ ფეხის წვერებზე აიწიოს, რათა კომფორტულად ჩაეხუტოს საყვარელ ადამიანს.

ჩახუტება უკნიდან

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს ქმედება ღრმა ემოციებს გამოხატავს უკნიდან ჩამხუტებელი ადამიანის მხრიდან. მიუხედავად იმისა თუ ნათქვამი აქვს თუ არა ამ ადამიანს ის სამი ჯადოსნური სიტყვა, ვისაც ეხუტება იმას უკვე შეუძლია იფიქროს, რომ მათ შორის სიყვარული უკვე არსებობს.

ჩახუტება გულებით

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს სავარაუდოდ ყველაზე რომანტიული ჩახუტების სახეობაა. ტრადიციულად, ის ხანგრძლივი, დამამშვიდებელია და ერთი პარტნიორი მეორის მკერდს სრულიად ეყრდნობა. იგი ამით მხარდაჭერას ითხოვს როგორც ფიზიკურს, ისე ემოციურს და მისი პარტნიორიც ზურგზე მჭიდრო მოხვევით და ნაზი, თუმცა მჭიდრო ჩახუტებით ამას აძლევს.

ხანგრძლივი ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს ასევე ისეთი ტიპის ჩახუტება, რომელიც როგორც წესი ორ მოსიყვარულე ადამიანს შორის ხდება. ის გრძელი, სასიამოვნო პროცესია და ერთმანეთთან ყოფნით ტკბობისათვის ხორციელდება. მას სასიამოვნო სიტყვებიც თან სდევს.

ფორმის მქონე ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს ჩახუტება მაშინ ხორციელდება, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს პირველად ხვდება. ისინი ერთმანეთის მიმართულებით იხრებიან ტანის ზედა ნაწილებით და ეს გადახვევა როგორც წესი დიდხანს არ გასტანს. ასე შეიძლება ის ადამიანებიც ჩაეხუტონ ერთმანეთს, რომლებსაც საიდუმლოდ უყვართ ერთმანეთი. ამ შემთხვევაში ჩახუტება უფრო დიდხანს გასტანს.

READ  როგორ დავიკლოთ წონაში წელიწადის ცივ დროს

ჯგუფური ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ამ ტიპის ჩახუტება მეგობრებს შორის, ან სამსახურში თანამშრომლების მიერ ხორციელდება. ყველაზე ხშირად ეს ხდება მაშინ, როცა ეს გუნდი რაიმე მნიშვნელოვანს აღწევს, ან რაიმე ახალ პროექტს იწყებს და ერთმანეთში ენერგიის გაცვლაა საჭირო.

კაცური ჩახუტება

გვითხარით როგორ ეხუტებით ერთმანეთს და ჩვენ გეტყვით როგორი ურთიერთობა გაქვთ | შენი პოზიტივი

ეს ჩვეული მისალმების ტიპია ორ მამაკაცს შორის. ასეთი ჩახუტება მოკლებულია თვალებით კონტაქტს და მხოლოდ ტანის ზემოთა ნაწილით შეხებას მოიცავს. ზურგზე ხელის დარტყმა ასევე ამ პროცესის ნაწილია და ზოგადად ეს ჩახუტება სწრაფად სრულდება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ