კუნთების ტკივილის უებარი წამალი, რომელსაც აფთიაქში ვერ ნახავთ.

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

დიდი ხანია ხალხურმა მედიცინამ გამიტაცა. ბაღის შროშანის ყვავილებისაგან შეიძლება ნაყენის მომზადება, რომელიც კუნთების ტკივილისას დიდ დახმარებას გაგვიწევს.

როგორ მოვამზადოთ ნაყენი:

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

კარგად გაშლილი ბაღის შროშანის ყვავილები მოვათავსოთ მუქი მინის ქილაში ან ბოთლში, დავასხათ სუფთა სპირტი( სპირტი ყვავილებს უნდა ასცდეს ორი თითის დადებაზე ), მჭიდროდ დავახუროთ და დავდგათ 6 კვირის განმავლობაში ბნელ, გრილ ადგილას.

საკმარისია მტკივანი ადგილი ამ ნაყენით დაიზილოთ, რომ ტკივილი გაგივლით.

მეგობრებს არ სჯეროდათ ამ “სასწაულმოქმედი” ნაყენის, მაგრამ აზრი ეცვლებოდათ გამოყენებისთანავე. ვისაც არ ეხერხება, სიამოვნებით ვუმზადებ. ისინი იკურნებიან, მე კიდევ ამით კმაყოფილი ვარ.

არსებობს კუნთების ტკივილის სამკურნალო სხვა რეცეპტებიც, რომლებიც ასევე შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოამზადოთ:

შინაურ პირობებში დასაშვებია კუნთების დაზელა ევკალიპტის, როზმარინის, ლავანდის, მაიორანის, ფიჭვის განზავებული ეთერზეთებით. ასეთი მასაჟი ახურებს და ადუნებს დაზიანებულ კუნთოვან ბოჭკოებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას.

ეფექტურია მუხის ქერქისა და ნაძვის ან ქრისტესისხლას აბაზანები.

წინასწარ გასაპნულ კომბოსტოს ორ ფურცელს წაუსვით საჭმელი სოდა და მიიდეთ დაზიანებულ ადგილას. ზევიდან გადააფარეთ დოლბანდი.

ტკივილისას მეტად ეფექტურია მინდვრის შვიტას კომპრესები და მალამო, აიღეთ 4 გ დამარილებული ღორის ქონი ან დამარილებული ნაღების კარაქი, კარგად შეურიეთ 1 გ გამომშრალი შვიტა და მტკივან კუნთებში შეიზილეთ.

აიღეთ თითო სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და თაფლი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ. მიიღეთ 2-3 ჭიქა დღეში. სასურველია, იმავდროულად სხეული ვაშლის ძმრით დაიზილოთ. ერთი თვის შემდეგ 10 დღით შეისვენეთ.

კოწახურის ტოტის ქერქს დაასხით 1 ჭიქა 70%-იანი სპირტი და 7-10 დღით დააყენეთ სიბნელეში. მიიღეთ 30 წვეთი დღეში 3-ჯერ. ყოველი ერთთვიანი კურსის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. კუნთების ტკივილის უებარი წამალი, რომელსაც აფთიაქში ვერ ნახავთ. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%99%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network