მეგობარმა მასწავლა როგორ გავწმინდო ხალიჩა მარტივად, ეფექტურად და რაც მთავარია იაფად.

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სახლის ინტერიერი, არსებობს ერთი ელემენტი, რომელიც მას უფრო კომფორტულს და მყუდრო გახდის. ხალიჩა მართალია ალამაზებს ინტერიერს, მაგრამ მისი მოვლა იოლი არ არის. თუ პროფესიონალს მივმართავთ იაფი არ დაგვიჯდება, თუ არა და ნახევარ დღეს მაინც მის წმენდში დავკარგავთ.

 

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

აირჩიეთ სხვა გზა. მოამზადეთ ნარევი, რომელიც ამოიყვანს ჭუჭყს ხალიჩის ზედაპირიდან. ეს ქიმიური კომპონენტები არ არის, მხოლოდ ის, რაც ყველა დიასახლისის სამზარეულოშია. შეურიეთ რამდენიმე ძირითადი პროდუქტი, წაუსვით, დაელოდეთ 20 წუთი და გადაატარეთ მტვესასრუტი ზედაპირზე. გამოიყენეთ გენერალური დასუფთავების დროს და  ერთი თვის განმავლობაში ნუ იდარდებთ დაბინძურებაზე.

ხალიჩის გაწმენდის 3 გზა

 

იმის თქმა, რომ აქედან რომელიმე მეორეზე უფრო ნაკლებად ეფექტურია, შეცდომა იქნება. შეგიძლიათ, სათითაოდ გამოსცადოთ და შეარჩიოთ ის, რომელიც თქვენთვის შესაფერისია: ხალიჩის ფერი, დაბინძურების ტიპი, მოსალოდნელი შედეგი.

მარილი და სოდა

აუცილებელია დაბინძურებული ტერიტორიის (ლაქის) გაწმენდა ჩვეულებრივი მარილითა და სოდით. დაელოდეთ 20 წუთი და უბრალოდ გადწმინდეთ ზედაპირი მტვერსასრუტით. ეს შესანიშნავი ინსტრუმენტია მცირე ზეთოვანი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი არჩეულია ეფექტურობისა და უსაფრთხოების გამო.

 

ძმარი

ჩაასხით 20 მლ სუფრის ძმარი 1 ლიტრ წყალში. დაასველეთ და გაწურეთ სუფთა ტილო ხსნარში და გაწმინდეთ ხალიჩა. დაელოდეთ 20 წუთს, შემდეგ კი ხალიჩა მშრალი ქსოვილით გაწმინდეთ. ბოლოს მტვერსასრუტით დაამუშავეთ. ასე რომ, ხალიჩას შეგიძლიათ მისცეთ პირვანდელი გარეგნობა.

 

ჩაის ნახარში


მუქ ხალიჩებსაც სჭირდება წმენდა. თუმცა, ღია ფერის საშუალებები ასეთ ზედაპირზე ლაქებს ტოვებს, სწორედ ამიტომ, მასზე ჩაის ნახარში უნდა გამოიყენოთ. დააყენეთ ჩაი, გაწურეთ, მოაყარეთ ჩაი ხალიჩის დაბინძურებულ ზედაპირს, დაელოდეთ სანამ ჩაის ფოთლები გაშრება, შემდეგ კი დაამუშავეთ მტვერსასრუტით.

 

უარი თქვით მყარი ჯაგრისების გამოყენებაზე – ისინი არა მხოლოდ აზიანებს ზედაპირს, არამედ ლაქებს ამოყვანის ნაცვლად უფრო ღრმად აჯენს. ხალიჩების გასაწმენდად, გამოიყენეთ რბილი ჯაგრისი მხოლოდ წყობის მიმართულებით.

სცადეთ თქვენი საყვარელი მეთოდი უკვე მორიგი გაწმენდის დროს. გვითხარით შედეგების შესახებ, და გაუგზავნეთ ბმული თქვენს მეგობრებს.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. მეგობარმა მასწავლა როგორ გავწმინდო ხალიჩა მარტივად, ეფექტურად და რაც მთავარია იაფად. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network