მიირთვით საიმპერატორო სასმელი და დაწვით კალორიები

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მაგარი საკვებისაგან განსხვავებით, რომელიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტს გაივლის, სისხლძარღვების სისტემის წყალობით, სითხე მთელ ორგანიზმში ნაწილდება. შედეგად თითოეული უჯრედი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების მარაგს იღებს, ხოლო ზედმეტ წყალს, ტოქსინებსა და შლაკებს დევნის.

ცხიმის დამწველი სასმელები ნაწლავებისა და ღვიძლის მუშაობას აუმჯობესებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, იმუნიტეტს აძლიერებს, ორგანიზმს ვიტამინებით უზრუნველყოფს, ენერგიითა და მხნეობით მუხტავს.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

გარდა ამისა, სპეციალური ჩაის და ნახარშების გამოყენება ტკბილის მიმართ ლტოლვას მნიშვნელოვნად აქვეითებს. შედეგად, წონაში იკლებთ, თქვენი თვითშეგრძნება უმჯობსდება, თმა და ფრჩხილები ძლიერდება, მბრწყინავი ხდება, ხოლო კანი – სუფთა და გლუვი.

 

მწვანე ჩაის საიმპერატორო სასმელი უწოდეს არამხოლოდ სასიამოვნო გემოს, ასევე სასარგებლო თვისებების გამო. ის შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებიც სითბურ ცვლას აუმჯობესებს და კალორიების დაწვას ეხმარება.

დადგენილია: 5 ფინჯანი მწვანე ჩაი დღეში კალორიების დაწვას 45 %-ით აჩქარებს. გარდა ამისა, ეს სასმელი სისხლში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს, ტკბილისაკენ სწრაფვას ამცირებს. მწვანე ჩაი წყურვილს ჩვეულებრივ წყალზე უკეთესად კლავს და წყლის ბალანსს აღადგენს. ცნობილი ძლიერი შარდმდენი საშუალებაა, რომელიც შეშუპებას აქრობს.

მწვანე ჩაის მიღების ძირითადი წესები:

დღეში დალიეთ არანაკლებ 4-6 ფინჯნისა, დამატებით 1 ლიტრი სუფთა წყალი.

ეცადეთ, ჩაი მხოლოდ დილით და დღისით დალიოთ. ღამით მიღებული ყოველი ფინჯანი სასმელი დილით სახეზე შეშუპებით აისახება.

ჩაი შაქრისა და მისი შემცვლელების გარეშე დალიეთ, სხვაგვარად ეფექტი ნულის ტოლი იქნება.

შეიძინეთ მხოლოდ ფოთლოვანი ჩაი და არა პაკეტის. პაკეტის ჩაის თვისებები არ გააჩნია.

გემოს მრავალფეროვნებისა და გახდომის ეფექტის გასაძლიერებლად, გამოიყენეთ დანამატები: ლიმონი, პიტნა, მელისა, ასკილი, გამხმარი კენკრა, კოჭა, დაფქული დარიჩინი.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. მიირთვით საიმპერატორო სასმელი და დაწვით კალორიები [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a1-2/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network