რა სასიკეთო თვისებებით გამოირჩევა ნიორი

SheniPositive.ge
ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ნიორი ათასწლეულების განმავლობაში აღიარებული იყო როგორც ბუნების მიერ მოწოდებული ყველაზე ძლიერი მკურნალი. მისი უნიკალური სამკურნალო თვისებები დღესაც აღტაცებაში აგდებს მეცნიერებს.

შეიძლება ითქვას, რომ არცერთ ბოსტნეულს არ გააჩნია იმდენი სამკურნალო თვისება, როგორც ნიორს.

ნიორს აქვს შარდმდენი თვისება, იხმარება სასუნთქი გზების დაავადებების, კერძოდ ბრონქიტების დროს. კარგია გრიპის პროფილაქტიკისათვის.

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

ნიორი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს- ფიტონციდებს, რომლებიც მომაკვდინებლად მოქმედებენ ბაქტერიებზე, სოკოებზე, უმარტივეს ორგანიზმებზე.

თანამედროვე მედიცინაში ცნობილია, რომ ნიორი ძალზე კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა, ამავე დროს იხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, კერძოდ, ქრონიკული კოლიტების სამკურნალოდ.

ნიორი დადებით სამკურნალო გავლენას ახდენს ათეროსკლეროზით დაავადებულ პაციენტებზე.

ნივრის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენიბით ეთეროვანი ზეთები, რომლებიც აძლიერებენ ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თმის ზრდას. ნიორი ამაგრებს თმის ძირებს. იმათ, ვინც თმის ცვენას უჩივის, ვურჩევთ, რომ ისარგებლონ ნივრის სამკურნალო თვისებებით:

დაიდეთ დანაყილი ნივრის მასა გაცვენის ადგილებზე დღეში ერთხელ, ორი საათის შემდეგ კი დაიბანეთ თავი. პროცედურის კურსი ორ-სამჯერ ათ-ათ დღიანი შესვენებებით 7- 10 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ.

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. რა სასიკეთო თვისებებით გამოირჩევა ნიორი [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 1]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%92-2/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network