სახლში მომზადებული შრატი ბევრად იაფი დაჯდება, ვიდრე ბრენდირებული და მისი ეფექტი ბევრად უკეთესია. ცვლილებები ჩანს მეორე დილით! ✨

SheniPositive.ge
ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
მაღალხარისხიანი სახის შრატების ბუნებრივი ალტერნატივა, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ. ბუნებრივი ინგრედიენტები უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას და კანის აღდგენას.

ხელნაკეთი ღამის სახის შრატები

ჩემი მეგობარი ნამდვილი ექსპერტია შინაურ კოსმეტოლოგიაში. იგი არ ენდობა ცნობილი ბრენდის პროდუქტებს და არ აპირებს ზედმეტის გადახდას ”ბრენდისთვის”. კრემებს, ტონიკებს, ნიღბებსა და შრატებს თვითონ ამზადებს.

ერთი პერიოდი სკეპტიკურად ვუყურებდი მის ჰობს. მაგრამ  შედეგი აშკარა იყო. დაშას კანი ყოველთვის გლუვი, დატენიანებული და ნაზია, ის ბრწყინავს და პირდაპირ ჯანმრთელობას ასხივებს. გადავწყვიტე გავყოლოდი მის რჩევას და დავიწყე ღამის სახის შრატებით. განსხვავება თითქმის მაშინვე ჩანს!

იპოვე შენი ახალი სამსახური
Sheni Network

როგორ მოვამზადოთ სახის შრატი სახლის პირობებში

შრატი ნორმალური და ცხიმიანი კანისთვის

ინგრედიენტები

2 ს.კ. ასკილის თესლის ზეთი

1 ს.კ. არგანის ზეთი

2 ჩ.კ. E ვიტამინის ზეთი

20 წვეთი საკმევლის ზეთი

10 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი

5 წვეთი ილანგ-ილანგის ზეთი

მომზადება და გამოყენება

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი 60 მლ მოცულობის ფლაკონში. კარგად შეანჯღრიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გაიწმინდეთ და გაიმშრალეთ კანი. წაისვით ცოტაოდენი შრატი თითებით.

შეინახეთ შრატი გრილ, ბნელ ადგილას. ფლაკონზე მზის პირდაპირი სხივები არ უნდა მოხვდეს.

შრატი ნორმალური და მშრალი კანისთვის

ინგრედიენტები

2 ს.კ. ვარდის თესლის ზეთი

1 ს.კ. გარგარის კურკის ზეთები

2 ჩ.კ. ვიტამინი E ზეთები

20 წვეთი საკმევლის ზეთი

10 წვეთი სტაფილოს თესლის ზეთი

ჟასმინის ზეთის 5 წვეთი

მომზადება და გამოყენება

იგივე გზით შეურიეთ ყველა მითითებული ინგრედიენტი 60 მლ ბოთლში. შეანჯღრიეთ სანამ არ გახდება გლუვი.

წაისვით შრატი მშრალ და გასუფთავებულ კანზე.

შრატი შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვით გრილ ადგილას.

შინაური შრატების რეგულარული გამოყენებით წვრილ ნაოჭებს გაისწორებთ და ღრმას ნაკლებად შესამჩნევს გახდით. თან დარწმუნებული იქნებით, რომ შემადგენლობაში არანაირი ქიმია არაა. შრატში, რომელსაც ორსული ან მეძუძურე ქალი იყენებს, სჯობს სტაფილოს თესლის ზეთი არ დაუმატოთ. შეცვალეთ იგი საკმევლის ზეთით.

თუ თაროზე გაქვთ კვიპაროსის ან სალბის ზეთი, შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი ცხიმიანი კანის შრატში. მაგრამ ვარდის ზეთი მშრალი კანისთვის შესანიშნავი დამატებაა შრატში.

 

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniPositive.ge. სახლში მომზადებული შრატი ბევრად იაფი დაჯდება, ვიდრე ბრენდირებული და მისი ეფექტი ბევრად უკეთესია. ცვლილებები ჩანს მეორე დილით! ✨ [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 აგვ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network