5 წუთი და 3 ინგრედიენტი: საუკეთესო დაბალკალორიული დესერტი.

SheniPositive.ge
ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

შეიძლება ითქვას, რომ პლანეტაზე ისეთი ქალი არ არის, რომელიც დიეტაზე ერთხელ მაინც არ ყოფილა. ამიტომაც ყველასთვის ნაცნობია მათი საყვარელი საკვების შეზღუდვების და აკრძალვების შესახებ,  განსაკუთრებით ძნელია ტკბილეულზე უარის თქმა.

რთული პროცესის შესამსუბუქებლად შემოგთავაზებთ ყავის დესერტს, რომელიც შესანიშნავი ალტერნატივაა მაღაზიის სახიფათო ტკბილეულის და ის გადაგარჩენთ გრძელვადიანი დიეტის დროს.

შემადგენლობა

ხაჭო  200 გ

თაფლი 1 ს/კ.

ჟელატინი 1 ჩ/კ.

ყავა 1 ს/კ.

წყალი 80 მლ

მომზადება

დესერტის მოსამზადებლად გამოიყენეთ რბილი ხაჭო, შეურიეთ თაფლი და კარგად გათქვიფეთ.

მოადუღეთ ყავა, ჩაალბეთ ჟელატინი და ურიეთ, სანამ კრისტალები ბოლომდე არ გაიხსნება.

ორივე მასა შეურიეთ ერთმანეთს და მიქსერით ათქვიფეთ.

ათქვფილი მასა ჩაასხით ფიალებში ან ჭიქებში და შედგით მაცივარში გასაციებლად.

ყავის დესერტს მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები, დარიჩინი ან გახეხილი შოკოლადი, შეგიძლიათ დესერტს შეურიოთ კენკრა, ჩირი ან თხილი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი და გაუზიარეთ საინტერესო რეცეპტი მეგობრებს.

გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *