5 ზედმეტად მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი – ისინი ამას არ აღიარებენ.

5 ზედმეტად მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი – ისინი ამას არ აღიარებენ.
2 წუთიანი წაკითხვა

ზოგიერთ ოჯახში გაგება და ნდობაა დასადგურებული, ზოგგან კი ეჭვიანობა ყველაფერს აფუჭებს! ხანდახან ადამიანებს ისე ეშინიათ პარტნიორის დაკარგვა, რომ მათ ყველა მოძრაობას და ნაბიჯს აკონტროლებენ. უნდა იცოდნენ ყოველ წუთას სად და ვისთან ერთად არის მათი მეორე ნახევარი და როდის დაბრუნდება.

ისინი ყოველ 20 წუთში რეკავენ. ფსიქოლოგების აზრით ეჭვიანობა საკუთარ თავში არსებული პრობლემებიდან მოდის. ასტროლოგები ყურადღებას რამდენიმე ზოდიაქოს ნიშანზე ამახვილებენ.

1. ტყუპები

ისინი გარეგნულად ეჭვიანობას არ ავლენენ და ამას ისე ოსტატურად მალავენ, რომ ფიქრობთ მსგავსი ემოცია საერთოდ არ გააჩნიათ. სინამდვილეში ქარბორბალა მათ სულში ღრმადაა ჩამარხული. ძალიან სტკივათ, როცა საყვარელი ადამიანი სხვების მიმართ სიყვარულს გამოხატავს, უბრალოდ ამას კარგად ნიღბავენ.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

2. მორიელი

ისინი თავიანთი მესაკუთრე ნატურის წყალობით საშინლად ეჭვიანები არიან. მორიელი ფიქრობს, რომ თუ მისმა პარტნიორმა ის აირჩია, ესეიგი, მისი კონტროლის ქვეშ მოქცევაზეც თანხმობა განაცხადა. მორიელთან ყოფნა ნამდვილად რთულია.

3. თევზები

თევზები ხშირად საკუთარი დაბალი თვითშეფასების გამო ეჭვიანობენ. იმდენად ეპარებათ საკუთარ თავში ეჭვი, რომ ფიქრობენ საყვარელი ადამიანი უკეთესის გამო დატოვებთ.

4. კირჩხიბი

რამდენადაც კირჩხიბებში ღალატისკენ მიდრეკილება არსებობს, პარტნიორისგან იგივეს გაკეთებას ნამდვილად არ მოელიან. პირიქით, ამის ეშინიათ კიდეც. ხანდახან უსაფუძვლოდ ეჭვიანობენ და საკუთარ წარმოსახვაში შეყვარებულის ღალატის სცენებს ხატავენ.

5. კურო

კუროებს მდიდრული ფანტაზია აქვთ, ამიტომაც ფიქრობენ, რომ მეორე ნახევარი ყველასთან ღალატობთ – დაწყებული უფროსიდან დამთავრებული მაღაზიის გამყიდვლამდე. ამ ზოდიაქოს ნიშნებმა ხანდახან უნდა დაისვენონ და ტელევიზორს ნაკლებად უყურონ.

თუ თქვენი რჩეული ეჭვიანობს, დაელაპარაკეთ მას ამ თემაზე, მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ. რაც უფრო მეტად ეცდებით თქვენი ერთგულების და უმწიკვლობის დადასტურებას, მით უფრო ნაკლებად დაიჯერებენ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერი საუცხოოდ იქნება.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2025). 5 ზედმეტად მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი – ისინი ამას არ აღიარებენ.. 24 სექტემბერი, 2025. https://shenipositive.ge/5-zedmetad-mesakutre-zodiaqos-nishani-isini-amas-ar-aghiareben/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. 5 ზედმეტად მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი – ისინი ამას არ აღიარებენ. [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 13]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/5-zedmetad-mesakutre-zodiaqos-nishani-isini-amas-ar-aghiareben/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network