6 შეცდომა, რომლებიც ინტიმური ზონის პარსვისას კანს აზიანებს

თაკო რიჟალაური
3 წუთიანი წაკითხვა

მანამ, სანამ იმ შეცდომებზე დავიწყებდეთ საუბარს, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ყველა ქალბატონი უშვებს, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: არ არსებობს სტანდარტული, სწორი ან არასწორი ვარიანტი თქვენი თმების სიგრძისა. ეს მთლიანად თქვენი პირადი საქმეა. თუმცა, თუ ინტიმურ ზონაში გლუვი კანი გსურთ და დამოუკიდებლად, საშინაო პირობებში იცილებთ თმებს და არ მიმართავთ ეპილაციას, შესაძლოა, უამრავი შეცდომა დაუშვათ.

ინტიმური ზონის მოვლა საჭიროებს სწორ მიდგომას და შესაბამის ინსტრუმენტებს
ინტიმური ზონის მოვლა საჭიროებს სწორ მიდგომას და შესაბამის ინსტრუმენტებს — ფოტო: cottonbro studio / Pexels (Pexels License)

სამართებელი და მომზადება: საიდან იწყება შეცდომები

პირველი და ყველაზე გავრცელებული შეცდომა არის ძველი ან ბლაგვი სამართებლის გამოყენება. ინსტრუმენტებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძველი სამართებელი ინტიმურ ზონაში იწვევს ჩაზრდილ თმებს და ტრავმებს. გირჩევთ, ძველი სამართებლები სხვა, ნაკლებად მგრძნობიარე ადგილებისთვის შეინახოთ, მაგალითად, ფეხებისა და ხელებისთვის. ხოლო, თუ სამართებელზე ჟანგს ხედავთ, მაშინვე მოიშორეთ იგი და შეიძინეთ დამატებითი 5 სამართებელი, რათა ყოველთვის გქონდეთ ხელთ ახალი საპარსი.

მეორე გავრცელებული შეცდომა არის პარსვა გახურების გარეშე. ვიცით, რომ ყოველთვის გეჩქარებათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის გამოტოვების მიზეზი. თმის მოშორებამდე სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში უნდა გაახუროთ ბიკინის ზონა თბილი წყლით. ეს დაარბილებს კანს, გახსნის ფორებს და მნიშვნელოვნად გაამარტივებს მთელ პროცესს. ამას გარდა, რეგულარულად გამოიყენეთ სკრაბები, რათა მოიშოროთ მკვდარი უჯრედები და ჩაზრდილი თმების პრობლემა მოაგვაროთ.

სამართებლის სწორი მოვლა და კანის მომზადება პარსვამდე
სამართებლის სწორი მოვლა და კანის მომზადება პარსვამდე — ფოტო: Castorly Stock / Pexels (Pexels License)

თმის სიგრძე და კანის დაცვა პარსვის დროს

მესამე შეცდომა ეხება თმის სიგრძის უგულებელყოფას. მაშინაც კი, თუ სამართებელი თქვენი საუკეთესო მეგობარია, არის შემთხვევები, როცა მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. თმის სიგრძე, რომლის გაპარსვასაც აპირებთ, არ უნდა აღემატებოდეს 6 მილიმეტრს. თუ თმა ამ სიგრძეზე მეტია, ჯერ გამოიყენეთ ტრიმერი, დაამოკლეთ თმები და შემდეგ სამართებელს მიმართეთ.

- რეკლამა -
Ad imageAd image

მეოთხე შეცდომა — მშრალი კანის პარსვა — ერთ-ერთი ყველაზე მავნეა. ჩვენ ყოველთვის სადღაც გვეჩქარება, მაგრამ ეს არ უნდა ეხებოდეს პარსვას. თმების მოშორება სწრაფად, კანის დარბილებისა და დასველების გარეშე, იწვევს გაღიზიანებასა და ჭრილობებს. იზრუნეთ თქვენს მგრძნობიარე კანზე და წინასწარ დაალბეთ იგი წყლით — ეს პროცესს გაცილებით უვნებელს გახდის.

პარსვის შემდეგ: ტანსაცმელი და კანის მოვლა

კანის მოვლა პარსვის შემდეგ ბუნებრივი საშუალებებით
კანის მოვლა პარსვის შემდეგ ბუნებრივი საშუალებებით — ფოტო: https://kaboompics.com/ / Pexels (Pexels License)

მეხუთე შეცდომა ეხება ტანსაცმლის არასწორ შერჩევას პარსვის შემდეგ. თუ ეს შესაძლებელია, არ ჩაიცვათ სინთეტიკური სტრინგები გაპარსვისთანავე. კანი ამ დროს სტრესს განიცდის, ამიტომ მას კარგად დასვენება სჭირდება. აირჩიეთ ბამბის თეთრეული, რომელიც კომფორტულია და კანს არსად გიჭერთ.

მეექვსე და ბოლო შეცდომა არის ჩვეულებრივი ლოსიონის გამოყენება პარსვის შემდეგ. მასობრივ ბაზარში ნაყიდი საპარსი ლოსიონი შეიძლება შეიცავდეს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც კანს გააღიზიანებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა — რომელი პროდუქტი უნდა გამოიყენოთ? პასუხი მარტივია:

  • ქოქოსის ზეთი — იდეალურად არბილებს და ატენიანებს კანს
  • ალოე ვერას გელი — ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ეხმარება მის აღდგენაში

თუ გაინტერესებთ, რომელი ბუნებრივი ნიღბები ეხმარება კანის გამოსწორებაში, ეს ცოდნა პარსვის შემდგომ მოვლაშიც გამოგადგებათ. ასევე გახსოვდეთ, რომ კანის ზოგადი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვებაც — მეტაბოლიზმის მხარდამჭერი პროდუქტები კარგ გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზეც.

ნუ გაიმეორებთ ამ შეცდომებს, თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ინტიმურ ზონაში იდეალურად გლუვი და ჯანმრთელი იყოს. სწორი ინსტრუმენტები, კანის წინასწარი მომზადება და შესაბამისი მოვლა პარსვის შემდეგ — ესაა სამი მთავარი პრინციპი, რომელიც ამ პროცესს კომფორტულს და უვნებელს გახდის.

- რეკლამა -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). 6 შეცდომა, რომლებიც ინტიმური ზონის პარსვისას კანს აზიანებს. 27 აპრილი, 2026. https://shenipositive.ge/6-shetsdoma-romlebits-qalbatonebs-intimuri-adgilebis-qarsvisas-uqmnis-problemas/

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება