8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სინამდვილეში ტყუილია

8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სინამდვილეში ტყუილია
2 წუთიანი წაკითხვა
მითი #1: ყოველდღიური მაკიაჟი კანს აზიანებს

სინამდვილეში მაკიაჟის მაგივრად, მისი მოშორების დაზარებაა მთავარი პრობლემა. ღამე კანს სუნთქვის საშუალება უნდა მისცეთ, რათა გაჯანსაღდეს და საჭირო ზეთები გამოყოს. დღის განმავლობაში მაკიაჟი კანს მზისგანაც კი იცავს, თუმცა ღამე თქვენს კანს საკუთარ თავზე ზრუნვის უფლება უნდა მისცეთ.

მითი #2: დამატენიანებელი მაზები არ იცავენ კანს ნაოჭებისგან

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

სინამდვილეში, თანამედროვე დამატენიანებელი კრემების უმრავლესობა ნაოჭების წარმოქმნის პროცესს მნიშვნელოვნად ანელებს. ამისათვის უნდა გამოიყენოთ ისეთი მაზები, რომლებიც მზის უარყოფითი სხივებისგან დამცავ ვიტამინებს შეიცავს.

მითი #3: კრემი აუცილებლად დაბლიდან მაღლა უნდა წავისვათ

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ კრემის დაბლიდან მაღლა წასმა კანზე უფრო დადებით ეფექტს ახდენს. სინამდვილეში კრემის წასმის ტექნიკას რეალური ეფექტი არ გააჩნია და სავარაუდოდ, წრიული მოძრაობით წასმა ყველაზე მარტივი და სწორი მიმართულებაა.

მითი #4: ბევრი წყლის დალევა ნაოჭების გაჩენას აფერხებს

მითი იმის შესახებ, რომ წყლის რეგულარული დალევა ნაოჭების წარმოქმნასა და კანის დაბერების პროცესს ხელს უშლის, გამართლებული არ არის. კანის ზედაპირზე მდებარე უჯრედები უკვე მკვდარია, ამიტომ ისინი შიგნიდან წყალს აღარ იწოვენ.

მითი #5: მზეზე გათბობა კანის გამონაყარს აქრობს

სინამდვილეში მზე კანს აშრობს და ამით უფრო მეტი ზეთის გამოყოფას უწყობს ხელს ზედაპირზე. ეს ზეთი უფრო მეტად ბლოკავს კანის უჯრედების სუნთქვის ფუნქციას და შესაბამისად, გამონაყარიც უფრო ადვილად მრავლდება.

მითი #6: თანაბარი რუჯი კანის სიჯანსაღის მანიშნებელია

გარუჯვა კანის დამცავი რეაქციაა, რომლითაც ორგანიზმი დაზიანებისგან იცავს თავს. თანაბარი და კარგი რუჯი იმის მანიშნებელია, რომ თქვენი კანი დაზიანებულია და თავის დაცვას ცდილობს.

მითი #7: თუ თმას ხშირად შეიჭრით, უფრო მალე გაიზრდება

თმა ერთი და იგივე სისწრაფით იზრდება მიუხედავად იმისა, რა სიხშირით შეიჭრით მას. საშუალოდ თვეში 1 სანტიმენტრით გაზრდა თმის შეუცვლელი ასპექტია.

მითი #8: ფრჩხილის ლაქი ფრჩხილებს ვნებს, რადგან მათ სუნთქვის საშუალებას არ აძლევს

ფრჩხილები მკვდარი უჯრედებისგან შედგება. მათ რომ სუნთქვა შეეძლოთ, ლაქი საერთოდ არ გაჩერდებოდა ფრჩხილის ზედაპირზე.

სკანირება
QR კოდი
shenipositive.ge

სტატიის ციტირება

შენი პოზიტივი. (2026). 8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სინამდვილეში ტყუილია. 5 მარტი, 2026. https://shenipositive.ge/8-მითი-თავის-მოვლის-შესახე/

სტატიის ციტირება
შენი პოზიტივი. 8 მითი თავის მოვლის შესახებ, რომელიც სინამდვილეში ტყუილია [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 22]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/8-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%94/
shenipositive.ge
😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

😄
ნახე რამე სახალისო? გაგვიზიარე!

ჩასვი ლინკი — YouTube, TikTok, Facebook, Instagram — და ჩვენ სტატიას გავაკეთებთ.

ვაქვეყნებთ ორიგინალური წყაროს ჩაშენებით · უფლებები ეკუთვნის ავტორებს
🥳

მადლობა, გმირო!

შენი ვიდეო უკვე მიდის რედაქციაში.
რამდენიმე წუთში საიტზე იქნება 😄

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network