9 სწავლება მარტყოფის მონასტრიდან, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

SheniPositive.ge
ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
„სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის:

1. ავადმყოფობა ზოგჯერ შედეგია ცოდვებისა. ამიტომ, ექიმთან ერთად, უნდა მივმართოთ მოძღვარს აღსარებისთვის.

2. ნაკურთხი წყლის და სეფისკვერის უზმოზე მიღება.

3. აღსარების საიდუმლო, შვიდგზის ზეთის ცხება, ზიარება.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

4. ხატთან ან წმინდანის საფლავთან დანთებული კანდელის ზეთის ცხება შუბლზე ჯვრის სახით (ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ).

5. განუწყვეტელი ლოცვა იესო ქრისტეს სახელის მოხმობით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“, ან „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა და შემიწყალე“.

6. უკურნებელი სენი თუ გეწვიათ, ნუ შეშინდებით, იმედს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, რომ უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა. მოიწვიეთ მოძღვარი და მისი დარიგებებით ისარგებლეთ.

7. წმინდა წერილის და წმინდანთა დარიგებების კითხვა.

8. კლასიკური მუსიკისა და საგალობლების მოსმენა.

9. განკურნებისათვის აუცილებელია ქრისტეს რწმენა და სინანული (გადაწყვეტილება ცოდვებისაგან განშორებისა).“

სტატიის ციტირება
SheniPositive.ge. 9 სწავლება მარტყოფის მონასტრიდან, რომელიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის [Internet]. თბილისი: Shenipositive.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenipositive.ge/9-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90/
shenipositive.ge
გაუზიარეთ ეს სტატია
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

© 2026 შენი პოზიტივი — მხოლოდ კარგი ამბები · PHIG · Sheni Network